reportiori.ge - შვეიცარიის საელჩომ გურიაში მცირე გრანტები გასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 11:04
რეგიონები
შვეიცარიის საელჩომ გურიაში მცირე გრანტები გასცა
20 მაისი, 2014. 12:53



შვეიცარიის საელჩომ გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრს და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიას მცირე გრანტები გადასცა.

 

შვეიცარიის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილემ ფლორიან გუბლერმა გურიაში სტუმრობისას ორივე პროექტი მოინახულა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და ქართულ-შვეიცარულ სააქციო საზოგადოებას -„ჯანმრთელი წყალი ეწვია.

 

შვეიცარია საქართველოში მდგრადი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობას მცირე გრანტების პროგრამის მეშვეობით აგრძელებს. 15 მაისს წყალტუბოში გაიმართა პროექტის "წყალტუბოს გასტრონომიული სკოლა" საბოლოო პრეზენტაცია, რომელიც შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციის "კულინარია საზღვრებს გარეშე" ინიციატივით და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია" ხელშეწყობით განხორციელდა. 30-მა სტუდენტმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროექტში, მიიღეს 15-კვირიანი კულინარიული კურსის დასრულების დიპლომები.

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ "გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი" განახორციელა რამდენიმე ღონისძიება მიმართული მომავალ ადგილობრივ არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებისაკენ. 15 მაისს შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებისა და იქ მყოფი საზოგადოებისათვის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო.

 

 

წყალტუბოსა და ოზურგეთში სალჩოს წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები მუნიციპალიტეტების მოქმედ მერებთან და ისაუბრეს მათ დაქვემდებარებულ რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციებთან დაკავშირებით. საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ ნაბეღლავის ქარხანას, სადაც 1997 წლიდან მოყოლებული ქართულ-შვეიცარული სააქციო საზოგადოება "ჯანმრთელი წყალი" "ნაბეღლავისა" და "ბახმაროს" წყლებს ასხავს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016