სპორტი
დროგბა შესაძლოა „ჩელსიში“ დაბრუნდეს
ავტორი: გიორგი კინტირაია
20 მაისი, 2014. 14:54
კოტ დ’ივუარელმა ფორვარდმა შესაძლოა მზიანი თურქეთი ნისლიან ალბიონზე გაცვალოს. როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, დიდიე დროგბამ უარი განაცხადა თურქულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და დიდი ალბათობაა იმის, „აფრიკელი ბიზონი“ რომ თავისუფალი აგენტის უფლებით ლონდონის „ჩელსიში“ კვლავ ვიხილოთ.
ამასთანავე, 36 წლის ფორვარდის თავის კლუბში ხილვა „ლივერპულს“ და ტურინის „იუვენტუსს“ სურს.
თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატში დროგბამ „გალათასარაის“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19