კატალონიელთა შემადგენლობაში მოსალოდნელ წმენდაზე ესპანური პრესა დიდი ხანია საუბრობს. როგორც ჩანს, „ბარსელონა“ ფაბრეგასის შენარჩუნებაზე დიდად არ ზრუნავს.
შეგახსენებთ, რომ ესპანური გრანდის მთავარ მწვრთნელად, „სელტას“ ყოფილი თავკაცი, ლუის ენრიკე დაინიშნა, რომელმაც უნდა დააკომპლექტოს გუნდი მომავალი სეზონისთვის.
Marca იუწყება, რომ წასვლასთან ახლოს მყოფ ხავიერ მასკერანოს, დანი ალვეშსა და ალექსის სანჩესს ახლა გამთამაშებელი სესკ ფაბრეგასიც მიემატა.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ესპანეთის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაემშვიდობოს. გასულ წელს სესკით „მანიუ“ იყო დაინტერესებული, რომელსაც ახლა ვან გაალი თავკაცობს და სატრანსფეროდ 150 მილიონი ფუნტი გამოეყო. ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ „წითელი ეშმაკები“ ესპანელი ვუნდერკინდით კვლავ დაინტერესდნენ.