reportiori.ge - გია ცაგარეიშვილი: გოგა ხაჩიძემ პასუხი უნდა აგოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:42
ინტერვიუ
გია ცაგარეიშვილი: გოგა ხაჩიძემ პასუხი უნდა აგოს!
20 მაისი, 2014. 19:20



გასულ კვირას,  ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში დევდორაკის ხეობიდან ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 7 პიროვნება დაკარგულად ითვლება. განადგურდა საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთი...

ხელისუფლება, აბსოლუტურად გამორიცხავს მეწყერსა და ხეობაში მშენებარე ჰესების ურთიერთკავშირს, რაც  საზოგადოების გარკვეულო ნაწილში იმთავითვე ეჭვს ბადებს - „ხუდონ ჰესის“ მშენებლობის საკითხის გამწვავების თავიდან ასარიდებლად  ხომ არ ხდება ამ თემის ბუნებრივი კატასტროფის ალიბით ჩაფარცხვაო...“

ახლო წარსულში, გარემოსდამცველების გარკვეული ნაწილი აღნიშნავდა, რომ „დარიალი-ჰესისა“ და „ლარსი-ჰესის“ მშენებლობის ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები კანონდარღვევით იყო მომზადებული.  მათივე თქმით, ჰესების დაპროექტებისას არ გაითვალისწინეს  საფრთხეები, რომლებიც მოელოდა ენერგეტიკულ ობიექტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს უარყოფითი გეოლოგიური პროცესების განვითარებისას.

ვის მიერ გაიცა „დარიალი-ჰესისა“ და „ლარსი-ჰესის“ მშენებლობის ნებართვები კანონდარღვევით, რის გამო უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი გარემოს დაცვის ექსმინისტრმა გოგა ხაჩიძემ და რატომ „უფრთხილდება“ ამჟამინდელი ხელისუფლება დარიალის ხეობაში განვითარებული მოვლენების თემას?

 „რეპორტიორი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  გია ცაგარეიშვილს ესაუბრა:

 

- „ყაზბეგის დაცული ტერიტორიების“ გარემოს შეფასების დოკუმენტი,  გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, საკმაოდ საინტერესოდ მომზადდა.

 

დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამორიცხვის გარეშე გაიცა ნებართვა. ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს იმდროინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, ბატონი გოგა ხაჩიძე. როგორც ჩანს, მას შეეშინდა პასუხისგებლობის და  თავის ერთ-ერთ მოადგილეს მოაწერინა ხელი.

 

როგორც წესი, ჯერ სიიდან უნდა ამორიცხულიყო ტერიტორია და შემდეგ  გაცემულიყო ნებართვა. ანუ -   საქარველოს პარლამნეტ უნდა შემოსულიყო შესაბამისი კანონი, „ყაზბეგის დაცულ ტერიტორიების შესახებ, მისი პარამეტრები შეცვლილიყო, ამორიცხულიყო ამ კანონიდან აღნიშნული ტერიტორია და შემდეგ დაწყებულიყო მშენებლობა.   პირიქით მოხდა, ჯერ ამოირიცხა ძალიან დიდი ნაკვეთები მშენებლობისთვის, 2010-11 წელს მიეცა მშენებლობის უფლება ინვესტორს, რამდენიმე თვის შემდეგ კი  საქრთველოს პარამენტში შემოვიდაკანონი ყაზბეგის დაცული ტერიტორიებისშესახებ, სადაც შეიცვალა დაცული ტერიტორიების პარამეტრები და შესაბამისობაში მოვიდა იმ პარამეტრებთან, რაც საჭირო იყო ჰესის მშენებლობისთვის. ამით კანონი უხეშად დაირღვა.

 

-ბატონო გია, ვის ეკისრება პასუხისგებლობა ასეთ შემთხვევაში?

 

-მიუხედავად იმისა, რომ  ამ დოკუმენტს  ხაჩიძის მოადგილე აწერს ხელს, არამხოლოდ ის არის ამ თემაზე პასუხიმგებელი, არამედ  სამინისტრო და პირველ რიგში - მინისტრი. როგორც წესი,  მინისტრის ნებართვის გარეშე ასეთ დოკუმენტს ხელი არ ეწერება.

 

რაც არ ნდა  ეცადოს გოგა ხაჩიძე პასუხისგებლობის თავიდან აცილებას, მან უნდა აგოს პასუხი, რადგან მისი მინისტრობის დროს მოაწერა ხელი მოადგილემ აღნიშნულ დოკუმენტს.

 

-თითქმის ორი წელი გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან.  თუ ექს-მინისტრი ხაჩიძე კანონდამრღვევია, რატომ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები „დამნაშავე მინისტრის“ დასასჯელად?

 

-რამდენადაც ვიცი, მწვანე ალტერნატივამ და გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნული მასალები, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა  და ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. რა სტადიაზეა ახლა საქმე არ ვიცი, მცა, ვფიქრობ, საქმე არ არის დასრულებული და   ძიება მიმდინარეობს

 

-ბატონო გია, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, ჰესების მშენებლობისთვის დაცული ტერიტორიების შესაბამისი ნუსხიდან ამოღება იმ ფონზე, როცა გარემოს დამცველების დიდი ნაწილი  ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება?

 

-ნუ ვიქნებით ასეთი კატეგორიულები! ჩვენ, ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა  დაცული ტერიტორიების ფარგლები შეიცვალა. მარტო ჩვენი ხელისუფების პირობებში, ორი ასეთი ცვლილება მოხდა - ერთი ლაგოდეხში და მეორე ჯავახეთში. პირვ ემხვევა ამას საზოგადოება მოითხოვდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა შენდება და როცა ჩვენი მხრიდან მშენებლები მოადგნენ დაცული ტერიტორიების სიაში შესულ ნაკვეთს, სადაც იყო გასაჭრელი -  ამ მოტივით ამოირიცხა  აღნიშნული ტერიტორია ნუსხიდან, რის ნაცვლადაც  სხვა, უფრო დიდი ნაკვეთი მოგვცეს. მომავალ არ არის მსგავსი რამ გამორიცული. არ არის დაცული ტერიტორია ჩაკეტილი სივრცე, რომელსაც კეელი უნდა შემოვარტყათ!

 

-როდესაც დარიალის ხეობაში ბუნებრივი  კატასტროფა მოხდა, ხელისუფლებამ,  სანამ გარემოსდამცველები დასკვნას დადებდნენ, იმთავითვე გამორიცხა, რომ შესაძლოა მომხდარი, ხეობაში მშენებარე ჰესებთან კავშირში ყოფილიყო. ხომ არ უკავშირდება ხელისუფლების აღნიშნული პოზიცია  „ხუდონ ჰესის“ თემას? საუბარია, რომ „ხუდონ ჰესის“ მშენებლობის საკითხის გამწვავების თავიდან ასარიდებლად  ხომ არ ხდება ამ თემის ბუნებრივი კატასტროფის ალიბით ჩაფარცხვაო...“

 

-ბოდიშს ვუხდი ყველასვისაც ჩემი ეს განცხადება ეწყინება, მაგრამ ამგვარი ეფასება პრიმიტიულია! იმ  ტერიტორიიდან, სადაც  ზვავის ჩამოწოლა მოხდა,  „ლარსი ჰესიდაშორებულია ათობით კილომეტრით. რანაირად გამოიწვევდა ეს ჰესი აღნიშნულ პროცესს? არ არის ეს ისე ჰესი, სადაც აფექებები, ან ქანების გადაადგილება იქნება საჭირო.  საუბარია მსოფლიო მასშტაბის კატასტროფაზე, ხალხი კი ჰესებზე საუბრობს. ცუდია, თუ ვინ  მიხვდა  რას ვამბობ. გლობალური დათბობის პროცესი დაწყებულია მსოფლიოში შეუქცევადად, კლიატური ცვლილებები სახეზეა არამარტო საქრთველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ეს უკვე დამტკიცებულია, რაც კატარსტოფულ მოვლენებს გამოიწვევს მთელს მსოფლიოში. არ გამოვრიცხავ ჩვენ კიდევ  უფრო დიდი პრობლემები შეგვქმნას.

 

P.S.   დარიალის ხეობაში ჰესის აშენება საბჭოთა პროექტი იყო. სწორედ ამ პროექტისაგან დარიალის ხეობის დასაცავად, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ინიციატივით შეიქმნა ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი, რამაც კომუნისტური მთავრობის ხელყოფისაგან იხსნა ხეობა.    

დარიალის ხეობაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენამ, ნათლად გვაჩვენა, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს არასრულყოფილად ჩატარებულმა გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ და ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა.

 

გარემო პირობების უგულვებელყოფით, მხოლოდ მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტები საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ბუნებრივ და სოციალურ გარემოს აყენებენ ზიანს, არამედ  სერიოზული ეკონომიკური ზიანის მომტანიცაა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016