კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გიორგი თავამაიშვილთან ერთად ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის საექსპოზიციო რეაბილიტირებული დარბაზი გახსნა და ოქროს ფონდის საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.
ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილია პრეისტორიული ხანის ნივთიერი კულტურის ძეგლები, ასევე, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტები. დამთვალიერებელი საიუველირო ხელოვნების ნიმუშებისა და აჭარის ეთნოგრაფიული ყოფისათვის დამახასიათებელ ნივთებს იხილავს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა სამუშაო შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გიორგი თავამაიშვილთან გამართა.