reportiori.ge - გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:34
"რეპორტიორის" თვალით...
გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ
20 მაისი, 2014. 21:12



ქართველ საზოგადო მოღვაწის, ფილოლოგის, ისტორიკოსისა და, პოლიტიკოსის გურამ შარაძის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა. აკადემიკოსი 2007 წლის 20 მაისის საღამოს თბილისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 18:00 საათზე, მელიქიშვილისა და შანიძის კუთხეში აკადემიკოსის მკვლელობის ადგილზე ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.

 

შარაძის ოჯახი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე დარწმუნებულია, რომ გიორგი ბარათელს, რომელიც მკვლელობისთვისაა დაკავებული, ის არ მოუკლავს და ხელისუფლებისგან ხელახალი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

 

გურამ შარაძე 1940 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში დაიბადა. 1958 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტზე. თსუ- დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი 1994 წლიდან თბილისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას.  იკვლევდა ძველი ქართული მწერლობისა და ვეფხისტყაოსნის საკითხებს.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შრომა უცხოეთში ემიგრირებულ ქართველთა მოძიებისა და მათი მოღვაწეობის გამომზეურების საქმეში. შარაძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე, მისი ხელმძღვანელობით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში ჩამოიტანეს ეროვნული არქივი.

 

გურამ შარაძე შემდეგი წიგნების ავტორია: თეიმურაზ ბაგრატიონი - ცხოვრება და მოღვაწეობა, მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, ილია ჭავჭავაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, მემედ აბაშიძე, ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება, აკაკი წერეთელი.

 

1999 წელს შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა საქართველო უპირველეს ყოვლისა, ხოლო 2001 წელს მოძრაობა ენა, მამული, სარწმუნოება.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016