reportiori.ge - აინშტაინის პასუხი სკოლის მოსწავლეს კითხვაზე: “მეცნიერები ლოცულობენ?”
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:25
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
აინშტაინის პასუხი სკოლის მოსწავლეს კითხვაზე: “მეცნიერები ლოცულობენ?”
ავტორი:
22 მაისი, 2014. 12:20


1936 წლის იანვარში, ახალგაზრდა გოგონამ, სახელად პილისმა, წერილი მისწერა ალბერტ აინშტაინს და ასეთი კითხვა დაუსვა: "მეცნიერები ლოცულობენ?"

1936 წელი,19 იანვარი

რივერსაიდის ეკლესია,

ჩემო ძვირფასო აინშტაინ,

საკვირაო სკოლის გაკვეთილზე ასეთი კითხვა დაგვებადა: "მეცნიერები ლოცულობენ?". შეკითხვა მაშინ გაგვიჩნდა, როცა ამ საინტერესო საკითხს განვიხილავდით: "შეიძლება თუ არა რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს?" ასე რომ გადავწყვიტეთ მიგვეწერა მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებისათვის, რათა ჩვენს კითხვაზე პასუხი გვეპოვნა.

დიდად დაგვავალებთ, თუ ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემთ: ლოცულობენ მეცნიერები? და თუ ასეა, რისთვის ლოცულობენ?

ჩვენ მეექვსე კლასის მოსწავლეები ვართ, მის ელისის კლასიდან.

პატივისცემით თქვენი,

პილისი


აინშტაინმა მალევე მისწერა გოგონას საპასუხო წერილი.

24 იანვარი, 1936 წელი

ძვირფასო პილის,

შევეცდები, რაც შეიძლება, მარტივად გიპასუხო.

ჩემი პასუხი ასეთია:


მეცნიერები ფიქრობენ რომ ყოველი მოვლენა, ადამიანთა არსებობის ჩათვლით, ბუნების კანონებით არის განპირობებული. გამომდინარე აქედან, მათ არ შეუძლიათ სჯეროდეთ რომ ლოცვა მოვლენათა განვითარებაზე რაიმე გავლენას ახდენს და რომ ფაქტები ზებუნებრივი სურვილის წყალობით ხდება.


მიუხედავად ამისა, გვიწევს იმ დათმობაზეც წავიდეთ, რომ ჩვენი ცოდნა ამ ძალების შესახებ არასრულყოფილია და საბოლოოდ ზებუნებრივი, დიადი სულის არსებობა მხოლოდ რწმენაში განისვენებს და ეს რწმენა, მიუხედავად თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა, ფართოდ არის გავრცელებული.


მაგრამ ასევე, ყველა ვინც სერიოზულად მისდევს მეცნიერების სიღრმეებს, აუცილებლად ამჩნევს, რომ სამყაროს კანონებში, გარკვეული სულის არსებობა ნათელია, ძალის რომელიც ადამიანის სულზე ბევრად აღმატებულია. მეცნიერების სიღრმეებისაკენ მიმავალ გზას გარკვეულ რელიურ გრძნობამდე მივყავართ, რომელიც მეტად მიამიტი ადამიანის რელიგიურობისგან მკვეთრად განსხვავდება.


გულითადი სალამი,


თქვენი ა.აინშტაინი



(წყარო:4motivi.com)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016