reportiori.ge - შსს. ენგურში დაკარგული მოქალაქეების ძებნას განაგრძობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:24
რეგიონები
შსს. ენგურში დაკარგული მოქალაქეების ძებნას განაგრძობს
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 14:56

რამდენიმე დღის წინ,  მომხდარი ავტოავარიის შედეგად, მდინარე ენგურში დაკარგული ოთხი პიროვნების სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მაშველები და მყვინთავები გარდაცვლილების ძებნას განაგრძობენ.  მდინარეში აღმოჩენილია მანქანის დეტალები.

  საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, მძიმე ბუნებრივი პირობების მიუხედავად სამძებრო სამუშაოები არ შეჩერებულა.

   "შსს. სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ადგილზეა მობილიზებული.  რთული გეოგრაფიული მდებარების მიუხედავად ადგილზე სამაშველო-საძიებო სამუშაოები გრძელდება.  ჩვენთან ერთად  მონაწილეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის  და მესტიის მაშველებიც იღებენ".- განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

   გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი „რეპორტიორს" ესაუბრა. ოჯახი სამძებრო სამუშაოების გაჭიანურების გამო მოსკოვიდან სპეციალური სამაშველო ბრიგადების ჩამოყვანას გეგმავს.

   შეგახსენებთ, რომ  ავტოავარიის შედეგად, დაღუპულია ოთხი ადამიანი. მოსკოვის მოქალაქე,  23 წლის ორი ტყუპი გოგონა, მათი დედა და ოჯახის ახლობელი.  

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016