reportiori.ge - ვიქტორ დოლიძე: პარლამენტის ავტოპარკის განახლება გონივრული გადაწყვეტილებაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:48
ინტერვიუ
ვიქტორ დოლიძე: პარლამენტის ავტოპარკის განახლება გონივრული გადაწყვეტილებაა
22 მაისი, 2014. 15:09


საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს ევროკავშირის სრუფლასოვანი წევრობის მოპოვებისთვის ძალიან ბევრი სამუშაო ექნება.

 

საქართველოს ევროინტეგრაცია და სამომავლო პერსპექტივები, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პარლამენტართა გაზრდილი ხელფასები: ამ და სხვა საკითხებზე ვიქტორ დოლიძე „რეპორტიორს" ესაუბრა:

 

 

-ბატონო ვიქტორ, ევროკომისიის პრეზიდენტი ბაროზო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი საქართველოს წევრობას ვერ შესთავაზებს, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას სთავაზობს. ამასთან, ის არ აკონკრეტებს გაწევრიანების სავარაუდო თარიღს. როგორ აფასებთ ბაროზოს ამ პოზიციას? ევროკავშირის წევრობა შორეული პერსპექტივაა საქართველოსთვის?

 

- ბაროზოს განცხადება აბსოლუტურად სწორია. არავის აქვს იმის ილუზია, რომ მოვაწერთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს და გავხდებით ევროკავშირის წევრი. ამ ტყუილის ტირაჟირებას არც არავინ აპირებს. ეს არის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან. პოლონეთი წევრი ქვეყანა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 13 წლის შემდეგ გახდა, ხორვატიამ 11 წელი გაირა, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება. ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ჩვენზე, თუ როგორ იმპლემენტაციას გავუკეთებთ ამ შეთანხმებას და როგორ მივხედავთ ჩვენს საშინაო საქმეებს.

       

-ბაროზომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წინასწარ პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის და ყველაფერი დამოკიდებულია პროგრესზე. რას ითხოვს ევროპა საქართველოსგან?

 

-ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი, გარდა პოლიტიკურისა, არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ეს არის ეკონომიკური აღმავლობა, საინვესტიციო პროგრამების განხორცილელება, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ორგანოების ძალიან ინტენსიური მუშაობა; ეს არის თავსებადობა, იქნება პროდუქციის გამოშვება თუ საკანონმდებლო თავსებოდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ა.შ. ძალიან ბევრი სამუშაოა. ამის პარალელურად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი მიდის, ზაფხულისთვის პირველ თავს უკვე ვხურავთ წარმატებით, მომავალ წელს გვინდა მეორე თავი დავხუროთ. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ.


 

-ძალიან მალე საქართველოს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას. გავუმარტოთ საზოგადოებას, რა მნიშნელობისაა საქართველოსთვის აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა?


-ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას და იმ პუნქტების შესრულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შესახებ შეთანხმებაში. ხელმოწერის შემდეგ უფრო მეტი სერიოზული სამუშაო გვექნება; ამის განხორციელების შემთხვევაში სოციალური ფონი იქნება, ეკონომიკური თუ საინვერსიტიციო, თვისობრივად უნდა გაუმჯობესდეს. რატომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი და სრულფასოვანი ინტეგრაცია? იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ვფიქრობთ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, რაც შეიძლება დროულად გვექნება ამის საშუალება.

 

 

- საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 54 მილიონ 695 ათასი ლარი იქნება, წლევანდელთან შედარებით, 2 მილიონ 604 ათასი ლარით მეტი. გაზრდილი თანხა შრომითი ანაზღაურების ზრდას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება. რატომ დადგა ამის საჭიროება?


-პარლამენტს თავისი ბიუჯეტი აქვს და მთავრობის თანხმობის გარეშეც ამტკიცებს მომატებულ ბიუჯეტს. მთავრობას შეუძლია გაზარდოს და ამაში ცუდი არაფერია, თუკი არის ამის საშუალება. არის გარკვეული ნარჩენი თანხები, რომლის გამოყენება და მოხმარება შეიძლება. პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აღმასრულებელი ხელისუფლების აპარატის თანამშრონელბისგან განსხვავებით საკმაოდ დაბალი ხელფასები აქვთ. ეს დისბალანსი რომ აღდგეს, ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ, თუ ამის საშუალება არსებობს. 2015 წლის ბიუჯეტში რომ გამოჩნდა ამის საშულება, სწორედ ამიტომაც ვიზრუნეთ ჩვენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე. იცით ალბათ, მათ რა რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, პრაქტიკულად მოწყვეტილები არიან ოჯახებს და ქუთაისში არიან გადაბარგებული მთელი კვირის განმავლობაში შაბათ-კვირის გარდა. რაც შეეხება მანქანებს, გულწრფელად გეტყვით, ვინმე ექსპერტმა რომ ნახოს პარლამენტის ავტოპარკი, დარწმუნდება რა დღეშიცაა. მათი მოვლისთვის 10-ჯერ მეტი იხარჯება, ვიდრე ახალ მანქანაზე დაიხარჯებოდა. ჩემი აზრით, ეს გონივრული გადაწყვეტილებაა ამგვარი ხარჯვითი ნაწილის გათვალისწინებით, თუმცა არ ვართ ფოკუსირებული, რომ მაინცდამაინც ახალ მანქანებზე დავსხდეთ. წელიწადნახევარია ამ ძველ მანქანებში ვსხედვართ და დავდივართ; არანაირ პირობების გაუმჯობესებაზე ბევრი არ გვიფიქრია.



-რაც შეეხება პრემიების თემას როგორც მინისტრთა კაბინეტში ასევე სხვადასხვა უწყებაში. რამდენად გამართლებულია ამხელა პრემიები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელიც საქართველოშია?

 

-ამ კუთხით მთავრობამ დაიწყო უნიფიცირებულ მოწყობაზე სერიოზული ფიქრი. სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი. ბევრად უარესი სიტუაცია იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც კაცმა არ იცოდა, რაში ხარჯავდნენ ფულს. პრეზიდენტის მასაჟიდან დაწყებული, მათ დასვენებამდე, სად რამდენი გაიხარჯა კაცმა არ იცის. თუ რომელიმე უწყებაში ვინმემ თვითნებურად ამგვარი ნაბიჯი გადადგა, ამას გავარკვევთ და აღვკვეთავთ კიდევაც.


-ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას"  შორის ხშირად გადაბრალებებს ვხედავთ, თუნდაც პრემიებთან დაკავშირებით.  როდის დასრულდება ეს კინკლაობა?

 

-არაფერ გადაბრალებაზე არ არის საუბარი. არის ძალიან კარგი ინგლისური ტერმინი „lessons learned", ანუ გაკვეთილები, რომელიც უნდა ვისწავლოთ; თუ არ ვისწავლეთ წარსული, მომავლის გაანალიზება გაგვიჭირდება. არაფერს არ ვაბრალებ არავის, ვამბობ იმას, რაც იყო. ეს სხვა ხელისუფლებამ აღარ უნდა გააკეთოს. ის რომ ცუდ აკეთებდა, არ ნიშნავს შენც ანალოგიური აკეთო.


-და ბოლოს, რა შედეგებს ელოდება მმართველი გუნდი ამ არჩევნებზე. თქვენი აზრით, გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, მოიმატა თქვენმა რეიტინგმა თუ დაიკლო?


-რა გითხრათ, ეს ალბათ ხალხთან ურთიერიერთობით ისაზღვრება. ups and downs - ანუ ხელისუფლებაში მოსვლამდე ზემოთ მიდის ხოლმე, მერე რაღაც პერიოდი იკლებს და ა.შ. გააჩნია ნაბიჯებს. რეიტინგების კლება და ზრდა ლოგიკურია და ადეკვატურად ვიღებთ. საზოგადოებამ ამოისუნთქა, თავისუფლება დამკვიდრდა, არავინ ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ხორციელდება სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამები, გვაქვს საყოველთაო დაზღვევა. ჩვენ ჩვენს მხრებზე ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავიწყეთ მისი განხორციელება, თუმცა ბოლომდე არ მოგვიყვანია, რადგან 4 წელი ჯერ არ გასულა. ველოდები, რომ არჩევნებში გავიმარჯვებთ, მაგრამ უფრო მეტს ვფიქრობ, რამდენის გაკეთებას შევძლებთ მომავალში საპარლამენტო არჩევნებამდე...


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016