reportiori.ge - თეონა კონტრიძე: ალბათ ყველა ადამიანში ცხოვრობს ცხოველი, ჩემში სამწუხაროდ ღორი ცხოვრობს (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:11
ყვითელი
თეონა კონტრიძე: ალბათ ყველა ადამიანში ცხოვრობს ცხოველი, ჩემში სამწუხაროდ ღორი ცხოვრობს (ვიდეო)
22 მაისი, 2014. 15:24


მომღერალი თეონა კონტრიძე ნანუკას შოუში" გულწრფელად საუბრობს თავის ცხოვრებასა და დამოკიდებულებებზე სხვადასხვა თემის მიმართ:

 

თეონა კონტრიძე:  მოსკოვში უფრო მშვიდი გარემოა ვიდრე-თბილისში. არ ვგულისხმობ უსაფრთხოებას. ვგულისხმობ ხალხს-ლანძღვას და ხორცის გლეჯას. აქ ყველა ყველაფერში პროფესიონალია. მე მუსიკაზე მედავებიან ყოველდღიურად. ასეთი არსად არაფერი მინახავს.

 

როცა მამაკაცი, რომელიც ძალიან შორს არის ჯუდ ლოუს სილამაზისგანმე მაკრიტიკებს , ყველაფერი გასაგებია. ვხვდები რომ  არ ვეტევი თქვენს სტერეოტიპებში, თქვენ გამხდარი და მაღალი გოგონები მოგწონთ, მაგრამ მეც არ მომწონს თქვენნაირი კაცები, თუმცა  არ გეხებითრომ ნახოთ ჩემი ქმარი, ენა გადაგეყლაპებათ.

 

კოლია რომანტიკული მეუღლეაყვავილებით მოდის ხშირად.  11 წელია ერთად ვართ და ამ წლების განმავლობაში 15-ჯერ გვაქვს მთლიანი ჭურჭელი ნაყიდი. კამათის თემა კი შეიძლება იყოს ეზოთერიკიდან დაწყებული, ფიტნესკლუბით დამთავრებული.   კოლია  ძალიან თბილი და მოსიყვარულეაამის არ დანხვა არ შეიძლება.

 

90-იანი წლების მერე  მამაკაცების სხვა თაობა წამოვიდა. რუსებმა ფული იშოვეს და დაეტყოთ. მთელი ეს მითი, ქართველ მამაკაცზე, უნდა ვაღიაროთ, რომ ფულზე იყო დამოკიდებულიროგორც კი ქართველმა მამაკაცმა მიხაკების და მანდარინების ყიდვა შეწყვიტა, დროშა დაგვეხა.

 

მე დავიბადე ბედნიერებისთვის. უბედურად თავის გრძნობას ვერ ვუძლებ. როგორც არ უნდა მინდოდეს ადამიანთან ყოფნა, თუ მასთან თავს უბედურად ვგრძნობ, მოვიშორებხელს მოვიჭრი დაუფიქრებლად, რომ შემაწუხოს. მიკვირს ხალხის, ვინც ამას არ აკეთებს. ნოლიდან დავიწყებ ყველაფერს, რომ დამჭირდეს. არაფრის მეშინია.

 

 

მეც მაქვს კომპლექსები, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სხვებს ჰგონიათ რომ უნდა მქონდესარის რამდენიმე ადამიანი, რომელთა შენიშვნაზეც ვიჭრები. მაგალითადდედაჩემმა იცოდა ჩემი ყველა აკორდიაბსოლუტურად მმართავდა.

 

სამწუხაროდგეოგრაფიულად მეტნაკლებად, მაგრამ მენტალურად ასი პროცენტით აზია ვართ ახლა. აზიასა და ევროპას შორის განსხვავება ჩემი აზრით ერთი სიტყვაა-განათლება. სანამ განათლებაში უდიდესი ინვესტიციები არ ჩაიდება, მდგომარეობა არ შეიცვლება.

 

ალბათ ყველა ადამიანში ცხოვრობს ცხოველი. მეორე ჩაკრა რომ ცხოველურზე საუბრობს , ეს ჩემგან არ გესწავლებათ. ზოგში ცხენი ცხოვრობს, ზოგში-ჟირაფი და .ჩემში სამწუხაროდ ღორი ცხოვრობსმე თუ ჩემი ღორი არ მოვთოკე, და მივეცი საშუალება, რომიბლატაოს", ეს ღორი სად მიმიყვანსარ ვიცი. ამიტომ, მე თვითონ ვიგონებ ჩემთვისკორსეტებს".

 

თეონა კონტრიძე ამჟამად პროექტ „ორი ვარსკვლავის"  ჟიურის ერთ-ერთი წევრია.

http://www.myvideo.ge/?video_id=2338690


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016