reportiori.ge - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, მცირეწლოვან მოზარდებზე სახელმწიფო იზრუნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 10:51
რეგიონები
ქობულეთში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, მცირეწლოვან მოზარდებზე სახელმწიფო იზრუნებს
22 მაისი, 2014. 15:54


სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე აცხადებს, რომ რვავე ბავშვი მახინჯაურში, წინასწარ მომზადებულ ადაპტირებულ ოჯახში მოთავსდა, თითოეული მოზარდის ზრუნვისთვის, ბავშვების ასაკის შესაბამისად, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 600-დან 700 ლარამდე დახმარებას მიიღებს.


სოციალურ მუშაკებთან ერთად, ოპერატიულად ჩავედით სოფელ ოჩხამურში და დავიწყეთ მუშაობა. ბავშვები უკვე განვათავსეთ მახინჯაურში წინასწარშერჩეულ, ადაპტირებულ ოჯახში. ამ ოჯახს არაერთგზის მიუღია და აღუზდრია ბავშვები. ამას ჰქვია გადაუდებელი მინდობით აღზრდა. ვიდრე ქობულეთში პოლიციამ თავისი საქმე დაასრულა და გამოგვატანა ბავშვები, ამ ოჯახმა ნამცხვრები გამოაცხო და დაახვედრა პატარებს. ანუ, სრულად მომზადებული შეხვდნენ ბავშვებს. პატარებს დიდი უბედურება გადახდათ თავს, თუმცა ოჯახში, სადაც ისინი გაიზრდებიან, ბევრად კარგი სოციალური პირობებია და ვიმედოვნებთ კარგად იქნებიან", - განაცხადა თემურ ქარცივაძემ.


ქარცივაძის თქმით ბავშვები კარგად გრძნობენ თავს.


 „გარდა იმ მომენტისა, რაც მათ გადახდათ თავს, ბავშვები ამ ეტაპზე, აბსოლუტურად ნორმალურად არიან. უფროსი მეთოთხმეტე წელშია, ხოლო ყველაზე პატარა რვა თვისაა", - განაცხადა თემურ ქარცივაძემ. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016