reportiori.ge - კახა კოხრეიძე: მთავრობას აქვს სურვილი, ისეთი პროგრესული ნაბიჯები გადადგას, რომელიც ბიზნესის განვითარებას წაადგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:48
ეკონომიკა
კახა კოხრეიძე: მთავრობას აქვს სურვილი, ისეთი პროგრესული ნაბიჯები გადადგას, რომელიც ბიზნესის განვითარებას წაადგება
23 მაისი, 2014. 13:06


სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა კოხრეიძემ ჟურნალისტებს პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრის შეფასებისას განუცხადა, რომ მთავარია, ხელისუფლებას აქვს ნება, ბიზნესი იყოს მხარდაჭერილი და არ მოხდეს ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში.


„ბოლო პერიოდში ბევრი ახალი ინიციატივა გამოჩნდა მთავრობის მხრიდან, ეს ინიციატივები ძალიან საინტერესოა კერძო სექტორისთვის და იქნება კონკრეტული დიალოგი, როგორ ჩაერთოს აქტიურად ბიზნესი ამ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელების პროცესში. რადგან, ბუნებრივია, მთავრობა მათ დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს", - განაცხადა კახა კოხრეიძემ.


კოხრეიძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.


„ფორმალურ შეხვედრებს, ბუნებრივია, არა აქვს შინაარსი, მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ორი წლის განმავლობაში, რაც ახალი ხელისუფლებაა ქვეყანაში, ყველა მსგავსი ტიპის შეხვედრა დასრულდა კონკრეტული შედეგით, მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა და კონკრეტული პროექტები, რომლებშიც ფული იხარჯება. ვფიქრობ, ეს შეხვედრები შედეგიანია. მთავარია, რომ ნება არის ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიზნესი იყოს მხარდაჭერილი და არ მოხდეს ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში; სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, კერძო სექტორი კი ხელშეუხებელი და ბუნებრივია, ამ ფონზე მთავრობას აქვს სურვილი, ისეთი პროგრესული ნაბიჯები გადადგას, რომელიც ბიზნესის განვითარებას წაადგება", - განაცხადა კახა კოხრეიძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016