reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:37
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ავტორი: ანა ნოდია
23 მაისი, 2014. 13:36



''მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ბიზნესზე ზეწოლას ვერავინ განახორციელებს. ჩვენი მთავრობის ამოცანაა, ბიზნესი მაქსიმალურად გავათავისუფლოთ და არ შევუქმნათ მას დამატებითი ბარიერები'', - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე.


მთავრობის მეთაურმა ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და ხელისუფლებისა და ბიზნესის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და კერძო სექტორისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის - პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო რეგულაციები კონკურენციის შესახებ და ახალ სტრუქტურად ჩამოყალიბდა კონკურენციის სააგენტო; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო; ბანკებს მოეხსნათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების მოპოვების შეზღუდვა; უფრო მასშტაბური ხდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა; 2014 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა.
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014-ის რეიტინგში საქართველო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. მათ შორის, მოწინავე პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციის, აგრეთვე, ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით”, - განაცხადა პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.


ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს ახალი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოშიშესახებაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა ქვეყანას ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანს.
როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები, რომელთა გადასაჭრელად ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.


განვლილი თვეების პრაქტიკამ აჩვენა, რომ კვლავ პრობლემად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების ზოგიერთი საკითხი; ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ჯერ კიდევ ვერ გადაიჭრა საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენის პრობლემა; დახვეწა სჭირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავების განხილვის მექანიზმებს. ჩვენს წინაშე კვლავ დიდი გამოწვევებია, რომელთა დაძლევა მთავრობისა და ბიზნესის კოორდინირებული მუშაობით გაცილებით ეფექტიანად შეიძლება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. მერწმუნეთ, ხელისუფლება ითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს.

 

 


3


















 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016