reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: სამუშაო ადგილები კერძო სექტორმა უნდა შექმნას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 15:08
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სამუშაო ადგილები კერძო სექტორმა უნდა შექმნას
23 მაისი, 2014. 15:32


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინიციატივაზე, „აწარმოე საქართველოში", ბიზნესმენებისგან ძალიან კარგი გამოხმაურება მოისმინა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ამ პროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენებს დიდი მოლოდინი აქვთ.


ამ პროექტში მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი მზად არიან, რომ მასში მიიღონ მონაწილეობა და ეს ძალიან მახარებს, ვინაიდან ბიზნესის და კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფომ განავითაროს ეკონომიკა. ხშირად გვსაყვედურობენ ჩვენ, რომ არ იქმნება სამუშაო ადგილები და მთავრობა არ ქმნის სამუშაო ადგილებს. ამაზე მინდა განვმარტო, მთავრობა პირადად ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, ეს უნდა შექმნას კერძო სექტორმა. მაგრამ, მთავრობა ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ შეიქმნას თავისუფალი გარემო, იყოს თავისუფალი ბიზნეს გარემო, ბიზნესი იყოს დაცული, იყოს დაცული საკუთრების ხელშეუხებლობა, ეს ყველა კომპონენტი ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


პრემიერი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია ბიზნესი უფრო მეტად იყოს ჩართული სახელმწიფოს მშენებლობაში და ამის წინაპირობა და ნიშნები უკვე ჩანს. კითხვაზე, დღევანდელ შეხვედრაზე იყო თუ არა გადასახადებზე საუბარი, პრემიერმა განაცხადა, რომ ამ თემაზე არ უსაუბრიათ და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

 

ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოქნილი საგადასახადო სისტემა და მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება არ იგეგმება", -აღნიშნა ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016