reportiori.ge - სუნამო და სუნამოს ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:32
საზოგადოება
სუნამო და სუნამოს ისტორია
23 მაისი, 2014. 15:37



უძველესი დროიდან იყო ინტერესი სურნელეოვანი საგნების მიმართ,ადამინებს ხიბლავდათ და იზიდავდათ  სასიამოვნო სურნელი, როგორც ახლა, ისე ანტიკურ პერიოდში, ამ პერიოდის ადამიანების მთავარ ამოცანას თავიანთი სხეულის განღმრთობა წარმოადგენდა. ამ მიზნით ისინი სურნელოვან ნივთიერებებს  იცხებდნენ და რადგან იმ დროს სუნამო არ არსებობდა  ძირითადად ნედლ მასალას, ყვავილებსა და სურნელოვან მცენარეებს, გამოიყენებდნენ.

რენესანსის ეპოქამ კარი გაუღო ცხოვრებისადმი ახალ ხედვას და ეს ახალი სურნელების შექმნაზეც აისახებოდა.ამ პერიოდში დედოფლებმა და კურტიზანებმა მოიპოვეს საიდუმლო ფორმულები, რომლებიც შექმნილი იყო პირველი იტალიელი ქიმიკოსების მიერ, ამასთანავე  აღმოაჩინეს აზიიდან და ამერიკიდან იმპორტირებული სურნელოვანი ინგრედიენტები.ამ პერიოდში გავლენიანი მდიდარი  ბანოვანები და ასევე კურტიზანი ქალბატონები ერთმანეთს სილამაზის საიდუმლოებებითა და  საწამლავებით ეჯიბრებოდნენ. პარფიუმერები ამ პერიოდში ძირითადად იტალიიდან და ესპანეთიდან იყვნენ, ისინი ტოვებდნენ თავიან მშობლიურ მხარეს და პარიზში მიემგზავრებოდნენ, რათა იქ გაეხსნათ მაღაზიები. სულ მალე მათ ფრანგ ქალბატონებს იმ დროისათვის  სრულიად უცხო და უჩვეულო სურნელოვანი ხელთათმანები  შესთავაზეს.

კლასიციზმის ეპოქაში კი სრულიად ვერსალი დაათრო სურნელებამ, რადგან ამ სასახლის იმჟამინდელი მამასახლისი მეფე მზე თავად იყო დიდი მოყვარული კოსმეტიკური საშუალებებისა ,ალაბათ იმიტომ რომ ოთხ წელიწადში ერთხელ იბანდა. სინათლის ეპოქაში ქალები აქტიურად მისდევნენ მოდას ,ამან უბიძგათ ფრანგ ქალბატონებს პირველი სუნამოს სახლი გაეხსნათ პარიზში.
ნაპოლეონის ეპოქაში კი დენთის სუნმა გაჟღინთა საფრანგეთი, სუნამოები არც ისე პოპულარული იყო და მხოლოდ სურნელოვანი ხელსახოცის ტარებით შემოიფარგლებოდნენ. მე-19 საუკუნეში პარფიუმერიის დამზადება უკვე ხელვნების დონემდე იყო ასული.

მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ჰოლივუდით შთაგონებულმა მოდამ შექმნა  მაცდური ქალის იმიჯი, თავისივე მაცდური სურნელით.მე-20 საუკუნის 80 იანი წლებიდან ქალები და მამაკაცები ჩაებნენ პროფესიული წარმატებების მარათონში.სორედ ამ  დროს ამერიკამ დასაბამი მისცა ხილის სურნელს რამაც  მეტი ხიბლი შემატა ქალისა და მამაკაცის პარფიუმერიას.



 

21-ე საუკუნეში  პარფიუმერიას სულაც არ დაუკარაგავს აქტუალურობა, არამედ პირიქით, ქალებსა და მამაკაცებს  ერთნაირად იზიდავათ,ხოლო სუნამოს მწარმოებელი კომპანიები ყოველწლიურად მილიონებს  შოულობენ სუნამოს მოყვარული ადამიანები ხარჯზე.ლეგენდად რჩება შანელის სუნამო Chanel 5, რომელიც 1921 წლიდან ლიდერის პოზიციას ინარჩნებს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016