reportiori.ge - იტალიური როკი ქართული მუსიკის მოტივებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:53
ინტერვიუ
იტალიური როკი ქართული მუსიკის მოტივებით
ავტორი:
22 მაისი, 2014. 15:00



ვლადიმერ- ლადო სიჭინავა იმ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით საქართველოდან, წლების წინ, ევროპას მიაშურეს.

 

ლადო დიდი ხანია უკვე იტალიაში მოღვაწეობს და დღეს პოპულარული იტალიური როკ-ჯგუფის „Profusion-ის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია.

თავდაპირველად, 2001 წელს, ლადომ მეგობრებთა ჯონათან კარადონასთან და მარკო პიერისთან ერთად როკჯგუფი ტრიო "Mardi Gras Experience" დააარსა, რომელიც მოგვიანებით ჯგუფ "Profusion"- ად ჩამოყალიბდა. ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში. გამოშვებული აქვს სამი ალბომი Una sera a Samperbuio (დემო) (2003) One Piece Puzzle (2006) RewoToweR (2012)

 

მრავალგვარი ჟანრის, ტემბრის და რითმის ერთმანეთში ორგანულად შერწყმა-შეხამება წარმოადგენს იმ დამახასიათებელ და განუმეორებელ ნიშან-თვისებას, რომლითაც ასე გამოირჩევა ჯგუფი „Profusion-ი.

 

 ჯგუფს არაერთ მუსიკალურ ფესტივალსა და პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა, სადაც დიდი მოწონება და წარმატება აქვს მოპოვებული.

 

დაარსების დღიდან ჯგუფში ხშირად იცვლებოდნენ მუსიკოსები დღევანდელი შემადგენლობა კი ასეთია: ვლდაიმერ სიჭინავა drums, panduri, background vocals; Gionatan Caradonna - keyboards, piano; Luca Cambi – bass; Thomas Laguzzi – guitars; Luca Latini – voice.

 

ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერსო ამ ჯგუფის მოღვწეობაში ის არის, რომ საკუთარ კომპოზიცებში ქართული მუსიკის მოტივებს ხშირად იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი, საკმაოდ პოპულარული „ტრეკი“ ჭუტა ჭანია“ (ქართულად პატარა ლაზი“).

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფის ვოკალისტს Luca Latini- ს მკერდზე ქართულენოვანი სვირინგი აქვს აწმყო შობილი წარსულისაგან...“

 

როგორ შეიქმნა აჯგუფი Profusion, როდის და როგორ მოიხიბლნენ იტალიელი როკმუსიკოსები ქართული მუსიკით, ამ დეტალების გასგებად რეპორტიორივლადიმერ სიჭინავას ესაუბრა.

 

_ ლადო დავიწყოთ თავიდან, მოგვიყევი როდის და რატომ წახვედი იტალიაში საცხოვრებლად?

- ბებიაჩემი ბერლინის კედლის დაცემამდე იტალიაში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მე კი, იტალიაში საცხოვრებლად 2000 წელს ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ბავშვობიდანვე მიყვარდა მუსიკა. ჯერ ვმღეროდი, მერე კლასიკურ გიტარაზე ვუკრავდი. ყოველთვის მინდოდა ჯგუფი ჩამომეყალიბებინა.

მახსოვს,  ყველაფერი თბილისში, ავჭალაში ცხოვრების დროს დაიწყო. მე, ლუკა ამირანაშვილმა და პავლე ამადიმ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი Damage Inc, რომელიც ჯგუფი „მეტალიკის“ ქოვერ სიმღერებს ასრულებდა. იტალიაში კი მეგობარ ჯონათან  კარადონასთან გადავწყვიტე, დასარტყამ ინსტრუმენტს დავუფლებოდი. ასე დაიწყო ჩვენი პირველი ნაბიჯები.

 

-როგორ  შეიქმა იტალიაში პირველი ტრიო "Mardi Gras Experience"?

- შემთხვევით... ბებიაჩემის სახლის ახლო-მახლო, გარაჟების კომპლექსი იყო, საიდანაც მუდმივად გამოდიოდა მუსიკის ხმა, რადგან ერთ-ერთ გარაჟში  მუსიკოსები რეპეტიციობდნენ ხოლმე. მაშინ 17 წლის ვიყავი. ჩავიდოდი  ეზოში და საათობით ვუსმენდი. კარებს როცა აღებდნენ, ვიმალებოდი და გავრბოდი. მრცხვენოდა, რადგან იტალიურს არ ვფლობდი და ინგლისურად საუბარი არ მინდოდა. ერთ დღეს გავბედე და შევედი... იქ შევხვდი და გავიცანი, შემდგომში ჩემი უახლოესი მეგობარი, წარმოშობით სიცილიელი  პიანისტი ჯონათან კარადონა. თავდაპირველად ხუმრობით ვრეპეტიციობდით. ვცდილობდი დოლზე დამეკრა, ჯონათანი ფორტეპიანოზე უკრავდა. ასე ნელ-ნელა ავეწყვეთ. 2002 წელს იტალიაში დავიწყე დასარტყამი ინსტრუმენტის შესწავლა. 2 წელი ვსწავლობდი. შემდეგ შემოგვიერთდა ბასგიტარაც მარკო პიერი და ჩამოვაყალიბეთ პირველი ჯგუფი "Mardi Gras Experience".

ჯგუფს  პროდიუსერობასაც ვუწევ და კომპოზიტორობასაც ვითავსებ. მუსიკას ძირითადად მე და ჯონათანი ვწერთ.

 

- საკმაოდ ხშირად იყენებთ ქართული მუსიკის მოტივებს, ვისი იდეა იყო ? გარდა ამისა, ჯგუფის ვოკალისტს ქართულენოვანი ტატუ აქვს მკერდზე.

 

- Luca Latini-ის ტატუ „ჭუტა ჭანის“ კლიპის  „ბექსტეიჯი“ იყო. რაც შეეხება ქართული მუსიკის გამოყენებას, მიყვარს ქართული ფოლკლორი, ჩემს მეგობრებსაც შევაყვარე. „ჭუტა ჭანი“ იტალიელ ახალგაზრდა რეჟისორ კლიცია კორტის მიერ არის გადაღებული, ყველა მსახიობი იტალიელია, ჩემს გარდა რა თქმა უნდა.

ქართული ხალხური მუსიკა უნიკალურია,  სხვათა შორის პროგრესულ როკსაც  ძალიან უხდება.

მომავალ ალბომშიც, რომელიც 2014 წელს გამოვა, იქნება ქართული ელემენტები.

არ არის აუცილებელი თავიდან ბოლომდე ქართული იყოს, მაგრამ  რაღაც ქართულ დეტალს ყოველთვის ვიყენებთ ხოლმე.

 

 

-  რა სამომავლო გეგმები აქვს თქვენ ჯგუფს?

 

- გერმანულ ლეიბლთან  ვმუშაობთ მომავალ ალბომზე.  იმედია კარგი ალბომი გამოვა და მსმენელს მოეწონება. გვეყოლება special guest-იც,  ორი  მუსიკოსი საქართველოდან და ერთიც ოსეთიდან.  ერთხელ უკვე ვითანამშრომლეთ არაჩვეულებრივ ქართველ მომღერალ მაია ბარათაშვილთან.

იგეგმება რამდენიმე კონცერტი  სხვადასხვა ინტერნაციონალურ ფესტივალზე, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში.

 

 

- საქართველოში ხომ არ აპირებთ კონცერტის ჩატარებას?

 

- ძალიან კარგი იქნებოდა და დიდი სიამოვნებით მივიღებდით რომელიმე ჩვენი მუსიკისთვის შესაფერის ფესტივალში მონაწილეობას, თუ  დაინტერესება და მოწვევა იქნება. ჯერ-ჯერობით არავინ დაგვკავშირებია.

 

 

- წარმატებებს გისურვებთ მომავალ კონცერტებზე, და წარმატებებს ვუსურვებთ თქვენ ახალ ალბომს. იმედია ერთხელ მაინც ექნება ქართველ მსმენელს თქვენი ჯგუფის მოსმენის შესაძლებლობა.

 

- მეც დიდი იმედი მაქვს, ძალიან მინდა ჩვენი პირველი კონცერტი ანაკლიაში ჩავატაროთ, ჩვენი „პატარა ლაზი“ ხომ ანაკლიიდან არის წარმოშობით.

 

თქვენც დიდი მადლობა! ვუსურვებ წარმატებებს თქვენს სააგენტოს.

 

 

 

 

რეპორტიორი“ წარმატებას უსურვებს ქართველ მუსიკოს და ქართულ მოტივებზე გადაღებულ ვიდეო კლიპი „ჭუტა ჭანს“ გთავაზობთ







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016