reportiori.ge - თბილისის მეტროს ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:53
სხვადასხვა
თბილისის მეტროს ისტორია
23 მაისი, 2014. 17:09



დღეს, მეტრო  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სწრაფი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც მსოფლიოს მრავალ ქალაქში მილიონობით ადამიანი გადაადგილდება და როგორც ყველაფერს მეტროსაც თავისი ისტორია აქვს, რომელიც ლონდონიდან იწყება.1864წელს ინგლისელმა ჩარლზ პირსონმა რკინიგზის სამეფო კომისიაში მეტროპოლიტენის მშენებლობის გეგმა  წარადგინა.17 წლის შემდეგ კი 3,6კმ  მონაკვეთზე ლონდონში 7 მიწისქვეშა სადგური გაჩნდა.პირველივე დღეს გადაიყვანეს 30 000 ადამიანი.ეს ინოვაცია მალე გახდა მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი და  აიტაცეს კიდეც , 1868 წელს პირველი ამერიკული მეტროპილიტენი ნიუ იორკშიც გაჩნდა .1900 წელს მეტრო პარიზშიც გაიყვანეს ,ხოლო 1902წელს ბერლინში.ამას მოჰყვა  სხვა მრავალი ქვეყანა.თავდაპირველად მეტროებს მხოლოდ  იმ ქალაქებში აშენებდნენ, სადაც მაცხოვრებელთა რაოდენობა მილიონი იყო.რაც შეეხება თბილისში მეტროს აშენებას , თავდაპირველად ამ იდეას  საბჭოთა ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა,მიზეზად კი თბილისის 600 000 მოსახლეობას და საჭირო რესურსის არქონას ასახელებდნენ.თუმცა კანდიდ ჩარკვიანმა მოახერხა უშუალოდ სტალინისგან მოეპოვებინა თანხმობა მეტროს მშენებლობაზე და 1951 წელს უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება  მეტროპოლიტენის მშენებლობაზე.მშენებლობისათვის 824 000 000 მანეთი იყო გამოყოფილი,ხოლო სამუშაოები ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა,რომ არ მომხდარიყო წყლის უეცარი ჩამოვარდნა მდინარე მტკვრის კალაპოტს კეტავდნენ.

 

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენში 22 სადგურია,მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად   60 წუთი სჭირდება.ყველაზე ღრმა რუსთაველის სადგურია,რომელიც 100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 000 ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება.ხოლო თითოეული სადგურის ისტორია ასეთია:1966 11 იანვარიექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ოთხი სადგურით იყო სადგურდიდუბე”-დან სადგურრუსთაველი”-მდე.
1967
მარტიიყო ორგანიზებული ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბეელექტროდეპოს მონაკვეთზე მოტარებელთა მობრუნებით სადგურდიდუბე”-ში.
1967
ნოემბერიხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ ”300 არაგველი”-მდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, მხოლოდ გადასარბენი გვირაბის მაშინდელი სადგუროქტომბერი”- (ამჟამინდერინაძალადევი”) მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.
1971
მაისი – 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურსამგორი”-მდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით.
1979
სექტემბერიექსპლოატაციაში შევიდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც განშტოება პირველი ხაზისა. მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგურივაგზალი-2” რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.
1985
ნოემბერიერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრისდიდუბე”-ის სადგურიდან სადგურთემქა”-მდე (ამჟამინდელიგურამიშვილი”) და მეორე 2,0 კმ სადგურსამგორი”-დან სადგურვარკეთილი”-მდე.
1989
იანვარისადგურებისარაჯიშვილიდაახმეტელის თეატრი”.
2002 –
გაშვებული იქნა ექსპლოატაციაში ერთი უბანიგოცირიძე-ვაჟა-ფშაველა” 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016