reportiori.ge - მაკა ცინცაძე: ხელისუფლება ვალდებულია საქმე აკეთოს, ამიტომ ხოტბის შესხმას ნუ მოგვთხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:29
ინტერვიუ
მაკა ცინცაძე: ხელისუფლება ვალდებულია საქმე აკეთოს, ამიტომ ხოტბის შესხმას ნუ მოგვთხოვენ
23 მაისი, 2014. 20:50



ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მაკა ცინცაძე, დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ თავისუფალ დროს ოჯახს და მეგობრებს უთმობს. მისთვის საუკეთესო ემოციების მიზეზი შვილი, ორი წლის და ათი თვის კესოა. მაკა ცინცაძე „რეპორტიორს“ ესაუბრება.

__ მაკა, ამ ეტაპზემაესტროსსაინფორმაციო გამოშვების წამყვანი ხართ. რა პასუხისმგებლობა და სირთულე ახლავს საინფორმაციო ეთერის წაყვან?

 

_ ალბათ სხვა საქმის მსგავსად, ტელევიზიაში მუშაობაც რთულია- დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ეს სოციუმი ერთგვარი ნარკოტიკია, მუდმივი ადრენალინი, წინასაეთერო ღელვა, მზადების პროცესი, შეზღუდულ დროში ყველაფრის მოსწრება და რაც მთავარია, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნება. რთულია, როცა მუდმივად გადატვირთული ხარ, თუმცა თუ რეალიზებული ხარ - საქმის კეთებაც გსიამოვნებს.

 

__  ეს პროფესია იმიჯში შეზღუდვას ითვალისწინებს?

 

_ ბუნებრივია ითვალისწინებს - სტუდიაში ვერ ან არ შეხვალ სპორტული მაისურით. შენ პირველ რიგში მაყურებლის აზრს ითვალისწინებ, საეთეროდ შეუსაბამო ვიზული კი მგონი, არამარტო საკუთარი თავის, არამედ მაყურებლის უპატივცემულობაც არის.

 

__ მანამდე გადაცემის წამყვანი იყავით, ასე გაგიცნო  მაყურებელმა. თუ მოიაზრება მომავალში რომელიმე საავტორო გადაცემის წამყვანად თქვენი ხილვა?

 

_ ამ ეტაპზე, საავტორო გადაცემას არ ვგეგმავ. თუმცა პერსპექტივაში ყველაფერი შესაძლებელია .

 

__  რა მოგწონთ და არ მოგწონთ თანამედროვე საინფორმაციო გამოშვებებში, რას დაამატებდით ან შეცვლიდით?

 

სასურველია მეტი ანალიტიკა და გაუმჯობესებული ტექნიკური რესურსი. ვერავის გავაკრიტიკებ, ყველას საკუთარი არჩევანი და კონცეფცია აქვს. რა მომწონს? მომწონს როდესაც ჟურნალისტი საკუთარ ფუნქციას არ ივიწყებს - მასალის მოძიება, გაანალიზება, რეალობის დადგენა და გასაჯაროება, განსაკუთრებით სამი სახელისუფლებ შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოსთვის თვალყურის დევნება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფაქტებზე, მოვახერხოთ საზოგადოების სრულად, ობიექტური ინფორმაციის ხარჯზე ინფორმირება. მაყურებლის უფლებაა მოვლენა დამოუკიდებლად გაანალიზოს. ჟურნალსიტის ფუნქცია რეპორტაჟის საკუთარი შეხედულებისამებრ გაშლას არ გულისხმობს, მან მაყურებლამდე მხოლოდ ფაქტები უნდა მიიტანოს. ჩვენი ფუნქცია მხოლოდ კრიტიკაც არ არის, თუმცა -არც ქება. ხელისუფლება ვალდებულია, საქმე აკეთოს, ამიტომ ხოტბის შესხმას ნუ მოგვთხოვენ. საზოგადოება მათ საქმიანობისთვის ანაზღაურებას უხდის.

 

__ მაკა, რამდენად ადვილია თქვენთვის იყოთ  პროფესიულად დაკავებული და რეალიზებული, ამავდროულად -დედა და მეუღლე? როგორ ანაწილებთ დროს?

 

_ ეს პრობლემაავცდილობ ყველაფერი მოვასწრო, თუმცა  ვინც ამბობს, რომ ყველაფერს სრულად ასწრებს, მგონი ეს რეალობას არ უნდა შეესაბამებოდეს. ვცდილობ ვმართო ჩემი ყველაზე ძვირადღირებული რესურსი, თუმცა რაღაცის დათმობა მაინც მიწევს.

 

__ ინტელექტუალურ შოუში, „რა? სად? როდის?“  იღებდით მონაწილეობას. ეს პერიოდი როგორ გახსენდებათ

 

_ ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, იმის მიუხედავად, რომ საკუთარი შესაძლებლობების ერთი პროცენტი  კი ვერ გამოვავლინერაც მთავარია შევიძინე ახალი, ძალიან კარგი მეგობრები და გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი.

 

__  როცა თავისუფალი დრო გაქვთ, როგორ ატარებთ მას, რას ანიჭებთ უპირატესობას?

 

როცა თავისუფალი დრო მაქვს, უპირატესობას, ყველაზე ლამაზ გოგოსთან - კესოსთან ყოფნას ვანიჭებ. კესო ორი წლისა და ათი თვისააჩვენ ვსეირნობთ, ვთამაშობთ და ვერთობით.

 

__ ზაფხული თუ დაგეგმეთ?  

 

ჯერ ნამდვილად არაფერი დამიგეგმავს. ერთი რაც ზუსტად ვიცი, კესო უნდა წავიყვანო მთაში და შემდეგ ზღვაზე. უკვე დიდი გოგოა.

 

__  რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში, როგორ შეაფასებთ მას?

 

_ ჩემი ცხოვრება ყველაზე საინტერესო ეტაპზეა- ვზრუნავ ერთ, პატარა, ლამაზ გოგოზე, რომლის დაბადებამაც სრულად შემცვალა-გავხდი ჰიპერსენსიტიური, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, პასუხისმგებლობის გრძნობა გაათმაგდა და ვარ ბედნიერი, რადგან სამსახურის მერე სახლში ის მელოდება.

 

მაკა ცინცაძე ჟურნალისტურ სფეროს ჩვიდმეტი წლიდან დაუკავშირდა. პროფესიით ეკონომისტი, ეკრანზე გამოჩენისთანავე ერთ-ერთ მომხიბვლელ წამყვანად დასახელდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016