reportiori.ge - დარიალის ხეობაში რუსეთის მოქალაქის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 10:57
რეგიონები
დარიალის ხეობაში რუსეთის მოქალაქის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს
24 მაისი, 2014. 11:05


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასიდან მეორე სატვირთო ავტომანქანის ნაწილები ამოიტანეს. მაშველებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების დროს სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. მიმდინარეობს პიროვნების იდენტიფიცირება. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად - 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან 2 სატვირთო ავტომანქანა ამოიტანეს.


საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 4 პიროვნების საპოვნელად. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016