reportiori.ge - ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველი დერბის მოლოდინშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 19:33
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველი დერბის მოლოდინშია
24 მაისი, 2014. 13:17


ჩემპიონთა ლიგის 59-წლიანი არსებობის მანძილზე, დღეს, პირველად შედგება დერბი ფინალში. ერთმანეთს მადრიდის „რეალი" და მისი თანაქალაქელი „ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან.


„რეალი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. სამეფო კლუბმა ფინალში 12-ჯერ ითამაშა და 9-ჯერ შეძლო თასის აწევა. ახლა კი მეათე ტიტულს 12 წელია ელოდება.


რაც შეეხება მეტოქეს, წითელ-თეთრები მსგავსი წარსულით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. მათ მხოლოდ ერთხელ, 1974 წელს შეძლეს ფინალში გასვლა, სადაც თასი მიუნხენის „ბაიერნთან" დათმეს.


მიუხედავად ბრწყინვალე სეზონისა, ესპანეთის პირველობაზე ბოლო ტურებში გუნდებმა გაცილებით უკლეს. „ატლეტიკომ" უკანასკნელ 3 თამაშში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა ნანატრი ტიტულის მოსაპოვებლად. რაც შეეხება „რეალს", გუნდმა პრიმერადივიზიონის ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოიგო. ამ ყოველივეს თავისი ახსნაც აქვს: ისინი ხომ ჩემპიონთა ლიგის, ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტიტულისთვის იბრძვიან, ასეთ მაღალ ტემპში კი, ორივე ტურნირში მოგებების სერიით ასპარეზობა ძალიან რთულია.


ფინალამდე მოსაღწევად გუნდებმა საკმაოდ რთული გზა განვლეს, რის შედეგადაც წამყვანი ფეხბურთელების ნაწილი ან ტრავმირებულია, ან დისკვალიფიცირებული. „რეალს" არ ეყოლება ჩაბი ალონსო, რომელმაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა. არ ითამაშებს ტრავმირებული ხესე. გამოჯანმრთელების მიუხედავად, ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო სამი ხედირამ, რომელიც დღეს მოედანზე სავარაუდოდ არ გამოვა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქარიმ ბენზემასა და ალვარო მორატას საკითხიც. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მას მცირე ტრავმა აწუხებდა თუმცა იმის ალბათობა დიდია, რომ პორტუგალიელი საკუთარი გუნდის დასახმარებლად დღეს მაისურს მოირგებს.


პრიმერადივიზიონის უკანასკნელ, საჩემპიონო დაპირისპირებაში, სიმეონეს „ბარსელონასთან" პირველივე ტაიმში მოუწია ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება. ტრავმის გამო მოედანი არდა თურანმა და დიეგო კოსტამ დატოვეს. აღსანიშნავია, რომ თურქმა ნახევარმცველმა გამოჯანმრთელება მოასწრო და სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, რაც შეეხება კოსტას, გუნდის ლიდერის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.


ლისაბონში გასამართ ფინალურ შეხვედრას ბიორნ კუიპერსი განსჯის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016