რეგიონები
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
24 მაისი, 2014. 14:04
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85 კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე (თბილისი-ხაშურის მიმართულება) სამშენებლო კომპანია გეგმიურ სამუშაოებს აწარმოებს. სამუსაოების გამო, მიმდინარე წლის 25 მაისის დილის 09:00 საათიდან 05 ივნისის დილის 09:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი ხაშური-თბილისის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაერთვება და მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში განხორციელდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 15 აპრილს (№20/11-701494) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად განხორციელდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57