reportiori.ge - 26 მაისს სამხედრო აღლუმი ქუთაისში არ გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 11:46
რეგიონები
26 მაისს სამხედრო აღლუმი ქუთაისში არ გაიმართება
24 მაისი, 2014. 15:50


ქუთაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბაგრატის ტაძრიდან დაიწყებს. ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი „მრავალჟამიერს" შეასრულებს. მოეწყობა საბრძოლო ხელოვნების ჩვენება.


პარალელურ რეჟიმში პირველად ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დაიწყება ფოლკლორის ფესტივალი. ფესტივალის მონაწილეები 40 წუთიანი პროგრამის შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღლუმს მოაწყობენ. აღლუმში მონაწილებას მიიღებენ სხადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები. ხოლო  დღის სამ საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.


ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი დღის 1 საათზე უმასპინძლებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და ბავშვთა სოფლის აღსაზრდელების ხელნაკეთი ნიმუშების გამოფენას.


დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება კი ფალიაშვილის ქუჩაზე დაიწყება. ფალიაშვილზე დღის მეორე ნახევრიდან მოეწყობა მძიმე ტექნიკის, არტილერიის, ოპტიკური შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. წელს საქართველოში სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. ტექნიკის დემონსტრირებას მხოლოდ გამოფენის ხასიათი ექნება.

26 მაისის ღონისძიებებს საღამოს ცხრა საათზე ფეიერვერკი და ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი დაასრულებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016