reportiori.ge - პრემიერ-მინისტრი „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელ ქარხანაში იმყოფებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 11:34
რეგიონები
პრემიერ-მინისტრი „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელ ქარხანაში იმყოფებოდა
24 მაისი, 2014. 16:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონული ტურნეს ფარგლებში „ბორჯომის" N1 ჩამომსხმელი ქარხნის რეაბილიტაცია-რენოვაციის პროცესს გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილს კომპანია „IDS ბორჯომი - საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ უმასპინძლა და განუმარტა, რომ ქარხნის რენოვაცია, შესაძებლობას იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზების გამოყენებით, გაიზარდოს პროდუქციის წარმოება 450 მლნ ბოთლამდე წელიწადში.


2014 წელს, გასულ წელთან შედარებით წარმოების 35%-ით გაზრდა იგეგმება. ასევე კომპანიის გათვლით, 2014 წელს ექსპორტი 75 მილიონით იზრდება, შიდა ბაზარზე დაგეგმილი ზრდა კი 5 მილიონს შეადგენს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სასიამოვნოა, როდესაც კომპანიები მუდმივად ზრუნავენ ტექნოლოგიურ განახლებაზე და თავიანთ საქმიანობაში ინოვაციურ მიდგომებს ამკვიდრებენ.


ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის სტაბილურობა ხელს უწყობს დიდ კომპანიებს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები, გააფართოონ ბიზნესი, დაასაქმონ მეტი ადამიანი და „ბორჯომის" ქარხანა ამის ნათელი მაგალითია.


„ბორჯომის" განახლებული ქარხნის გახსნა ივნისში იგეგმება. კომპანიაში დასაქმებულთა 95% ადგილობრივი მკვიდრია.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016