reportiori.ge - არჩილ გამზარდია: კაცმა არ იცის - რა სპეციალისტები არიან ჩართულები ამ სფეროში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:44
ინტერვიუ
არჩილ გამზარდია: კაცმა არ იცის - რა სპეციალისტები არიან ჩართულები ამ სფეროში!
24 მაისი, 2014. 16:32


ხელისუფლებას ეფექტური PR-ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი დოზის გამო, ხშირად საყვედურობენ. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ  „ქართული ოცნება" PR -ში ყოველთვის სუსტი იყო".

რით აიხსნება მთავრობის მხრიდან  PR-ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი მაჩვენებელი და როგორი უნდა იყოს მთავრობის PR ?

ზემოთაღნიშნულ საკითხებზე „რეპორტიორი" საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს, ექსპერტ არჩილ გამზარდიას ესაუბრა:



-ბატონო არჩილ, როცა ამჟამინდელი ხელისუფლება მთავრობაში მოვიდა - განაცხადეს,  რომ ისინი ხელისუფლებაში   PR-თვის არ მოსულან...


- მეცინება ამ ფრაზაზე...  ეს იგივეა, რომ მითხრათ - მე იმიტომ კი არ მოვედი თქვენთან სახლში, რომ ვისუნთქო, არამედ, სუნთქვას დავტოვებ ზღურბლთან და აქ ისე ვიჯდებიო.  ეს არის იაფი, მასობრივ პოპულიზმზე გათვლილი განცხადება.


მეუბნები, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე უარს ამბობ? ეს განცხადება ნიშნავს, რომ (ბოდიში ჟარგონისთვის),  თქვენ, საზოგადოებას მაგრად დაგიკიდებთო. როცა ხელისუფალი მოდის და გეუბნება - პიარის კეთებას არ ვაპირებ - ეს იგივეა, რომ თქვა -  მე არც სახელმწიფოს ინტერესი მაინტერესებს და არც - საზოგადოების.


ექსპერტი, კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე თვლის, რომ „ის ხალხი, ვინც დღეს PR -ის კეთებითაა დაკავებული - არაპროფესიონალები არიან".  თქვენ  რით ახსნით სამთავრობო  სტრუქტურების მიერ PR-ის გამოყენების დაბალ დოზას?


- შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ პროფესიული  ცოდნა.  კაცმა არ იცის რა სპეციალისტები არიან ჩართულები ამ სფეროში. საქართველოში PR-ის  კეთების ზედაპირული მიდგომა არსებობს. ამ ყველაფერს  საფუძვლად უდევს ის, რომ საზოგადოება ხელისუფლებას გაუგებარი, უტყვი და უშინაარსო ჰგონია. ჰგონიათ რომ ბუშტების და მტრედების გაფრენით,  საზოგადოებაზე გავლენას მოახდენენ. 


მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც ხელისუფლების სისუსტეს აჩვენებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლება არ არის გამჭვირვალე. ჩვენთან,  ხელისუფალნი მანიაკალურ და ფობიურ  დონეზე უფრთხიან გამჭვირვალეობას. ინფორმაციების ჩაკეტვა  კარგად გამოსდიოდა „ნაციონალურ მოძრაობას".



-როგორი უნდა იყოს მთავრობის PR?


- სახელმწიფოს PR  საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ორმხრივი კომუნიკაციაა. დღეს, ჩვენ ვხვდებით ფრაგმენტულად იმავე პროპაგანდისტულ მეთოდებს,  რაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა.


-რაში გამოიხატება?


- ხშირად, ისეთი საკითხები, რომლებიც უნდა განიხილებოდეს დახურულ კარს მიღმა, ზედმეტადაა გადატანილი მედიაში. ამჟამინდელი ხელისუფლების PR - ის ელემენტები  საბჭოურ მიდგომას წააგავს.   „ნაციონალურ მოძრაობასაც"  ჰქონდა პრომო-კამპანიები,  მასობრივი თავყრილობები, დროშები, შოუ, მუსიკა... თუ გავიხსენებთ როგორი იყო ივენთ-მენეჯმენტი  საბჭოთა კავშირის დროს, სწორედ მათ მიერ წარმოებულ PR-კამპანიას მოგვაგონებს.


 

P.S.   არაპროფესიონალიზმი,  თუ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოვლენილი უბრალო  თავმდაბლობა?  - ეს საკითხი ისევ ღიად რჩება, თუმცა,  როდესაც ხელისუფლება რამე სახის ქმედით ნაბიჯებს დგას, უმჯობესია საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს. სამართლიანობა ამ საკითხის მოწესრიგებასაც ითვალისწინებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016