რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოს მოსახლეობას შეხვდა
ავტორი: თეო ტაბატაძე
25 მაისი, 2014. 11:28
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოს მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობის ინფორმაციით ახალმა ხელისუფლებამ მათ გზებისა და წყალმომარაგების პრობლემები უკვე მოუგვარა, თუმცა საძოვრების პრობლემა აწუხებთ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პრობლემის მოგვარება რეგიონის გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს დაავალა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" შესახებ და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. მთავრობის მეთაურს მოსახლეობამ ყურძნის სუბსიდირებისთვის მადლობა გადაუხადა. მათ მიიღეს დაპირება, რომ მსგავსი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57