reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 11:09
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება (ვიდეო)
25 მაისი, 2014. 11:36



1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს გაესაუბრა. მათ ირაკლი ღარიბაშვილს განუმარტეს, რომ სასწავლო პროცესი დღემდე გაუსაძლის პირობებში, 10-მდე სხვადასხვა ობიექტზე მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ლამბალოს სკოლა არის მკაფიო მაგალითი, რომ მთავრობა საქართველოს ყველა რეგიონზე თანაბრად ზრუნავს. 2013 წელს დაიწყო საქართველოს მასშტაბით 9 სკოლის მშენებლობა და ეს პროცესი გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ხელისუფლება განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.

შეხვედრაზე სოფლისთვის საჭირბოროტო სხვა საკითხებზეც ისაუბრეს. ადგილობრივებს შიდა გზის პრობლემა აწუხებთ, თუმცა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია სამუშაოები.

 

სოფელ ლამბალოში პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იმყოფებოდნენ.


 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016