reportiori.ge - პრემიერ-მინისტრი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ალავერდის მონასტერს სტუმრობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 11:04
რეგიონები
პრემიერ-მინისტრი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ალავერდის მონასტერს სტუმრობდა
25 მაისი, 2014. 14:54



საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მეუფე ალავერდელმა უმასპინძლა და მონასტერი და მის ტერიტორიაზე არსებული მარანი დაათვალიერებინა.

 

მეუფემ მთავრობის მეთაურს მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობასა და მეფუტკრეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიღებული ნაყოფი სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ქართულ ტრადიციულ წარმოებაში და ადამიანებსაც დამატებით სტიმულს აძლევს.

 

მთავრობის მეთაური მონასტრის ტერიტორიაზე შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული წარმოების აღორძინება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამგვარი მეურნეობები მისაბაძი მაგალითის როლს ასრულებს.

 

 

ალავერდის მონასტერში ასევე იმყოფებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია  და სან-მარინოს საპატიო კონსული.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016