პროექტ "ორ ვარსკვლავში" გუშინ ირინა ონაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა გაიმარჯვეს. პრიზი- ავტომობილი, მხოლოდ ირინას ერგო. ხელცარიელები დარჩნენ მისი მეწყვილე გიორგი მახარაშვილი და მეორე-მესამე ადგილზე გასული წყვილები.
გიორგი მახარაშვილი PrimeTimeNews-თან აკეთებს კომენტარს.
გიორგი მახარაშვილი: "ძლიერი კონკურენტები გვყავდა, მაგრამ გამარჯვებას ნამდვილად ველოდით და გაგვიხარდა. Facebook-ზე რომ შევიდოდი ჩვენი ნომრის და ფოტოების გარდა ვერაფერს ვხედავდი. მე მოვიგე "ბუს კვერცხები". თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე დავრჩებოდი, მაგრამ ერთი ის გამიტყდა, რომ მეორე-მესამე ადგილებისთვის, არაპროფესიონალებს ვგულისხმობ, რაღაც უნდა ეჩუქებინათ".
მეორე ადგილზე გავიდნენ ლევან ჯავახიშვილი და ნინი წიკლაური, გოგოლა კალანდაძე და ნოდიკო ტატიშვილი კი-მესამე ადგილზე. გოგოლას პრიზად ათი ათასი ლარი გადაეცა. ლევან ჯავახიშვილს ჯილდო არ მიუღია.