reportiori.ge - ემზად ჯგერენაია: ხუდონჰესი სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:37
ეკონომიკა
ემზად ჯგერენაია: ხუდონჰესი სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას
ავტორი: ანა ნოდია
28 მაისი, 2014. 11:25


ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაიას ინფორმაციით ხუდონჰესის მასშტაბის პროექტებს ყველა ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა ახლავს. ექსპერტის აზრით, საქართველოსთვის ხუდონჰესის მშენებლობა აუცილებელია.


"ხუდონჰესი, ეს არის ის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ხუდონჰესის აშენება არა მარტო ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. გარდა ამისა, ხუდონჰესი სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას. ამაზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ვიტყვი, რომ ამ პროექტით გათვალისწინებულია ბაზისური ელექტროსადგურის მშენებლობა, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება. ეკონომიკური ზრდის პირობებში, 5 წლის შემდეგ, საქართველოს 35%-ით მეტი ელექტროენერგია დასჭირდება, ამ სიმძლავრის მიღწევისთვის კი, ქვეყანას მეორე მძლავრი, ბაზისური ჰესი სჭირდება", - აცხადებს ჯგერენაია.


ჯგერენაიას აზრით შიში ე.წ „უცნობ" ინვესტორებზე, არასერიოზულია. ექსპერტი განმარტავს, რომ გახსნილია ყველა ინფორმაცია და ინვესტორებს საქართველოში ძალიან ცნობილი წარმომადგენელიც ჰყავთ დავით მირცხულავას სახით, რომელთანაც ყველა ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016