reportiori.ge - „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:54
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 15:46

„ნაციონალების" განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები მერაბიშვილის საქმეს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ


"დღეს, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი  ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციამ თავმჯდომარის, არნო დანჟანის მეთაურობით მოინახულა. პარასკევს მას ტელეფონით  ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფულეც ესაუბრა.

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობის საკითხის მიმართ წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების მაღალი ინტერესი, ამ საქმის სწორედ პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას ადასტურებს.

დელეგაციის თავმჯდომარის არნო დანჟანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის საფუძველი და საჭიროება არ არსებობს.

ნაციონალური მოძრაობა მადლობას უხდის ევროპარლამენტის დელეგაციას და ევროკომისარ ფულეს გამოჩენილი ყურადღებისათვის.

ნაციონალური მოძრობა გამოთქვამს იმედს, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულად ჩატარების შესახებ აღებული ვალდებულება რეალურ შედეგს გამოიღებს. ამისათვის აუცილებელია შეწყდეს ამ და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში წინასწარი პატიმრობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016