reportiori.ge - ალექსანდრე ანქვაბი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:54
კონფლიქტები
ალექსანდრე ანქვაბი განცხადებას ავრცელებს
29 მაისი, 2014. 11:06


აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი განცხადებას ავრცელებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ანქვაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 27 მაისს, მიტინგის მიმდინარეობის დროს, ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე ოპოზიციონერი შევიდა და დაიწყო მოლაპარაკებები.


ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, როგორ უნდა მომხდარიყო ვითარების ნორმალიზება. იყო მათი მხრიდან კატეგორიული მოთხოვნები, რომ მე უნდა დამეტოვებინა პოსტი, ასევე თანამდებობიდან გადამდგარიყო მინისტრთა კაბინეტი, ორი რაიონის პროკურორი", - აცხადებს ანქვაბი.


მისი თქმით, ოპოზიციას სთხოვეს დახურულ კარს მიღმა რიგი საკითხების განხილვა გაეგრძელებინათ, თუმცა, ისინი მოულოდნელად წავიდნენ თავიანთ მომხრეებთან, რომლებიც ადმინისტრაციის შენობასთან იყვნენ შეკრებილებები.


ამის შემდეგ ფაქტობრივად შენობაში შეჭრა დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მიზანი მიღწეული არ ყოფილიყო. მე არსად წავსულვარ. ვიმყოფები აფხაზეთში, უშიშროების საბჭოსთან ერთად მოვლენების განვითარების სხვადასხვა გზას განვიხილავთ. ჩემი და ჩემი კოლეგების ქმედებების მიზანი იყო არ დაგვეშვა იმ სცენარის განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი იქნებოდა. დიდი რაოდენობა ხალხი, მათ შორის იყვნენ შეიარაღებული პირებიც, მივიდნენ აფხაზეთის ტელევიზიასთან და ის ფაქტობრივად აიღეს. რა თქმა უნდა, დაცვას შეეძლო ადეკვატური ზომები მიეღო, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით სადამდე მიგვიყვანდა ეს და ეს არ მოხდა. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. იურიდიულად, ეს რა თქმა უნდა, არის შეიარაღებული გზით, ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა", - ნათქვამია ანქვაბის განცხადებაში.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016