reportiori.ge - სად სწავლობენ საქართველოს პრეზიდენტების შვილები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:47
ყვითელი
სად სწავლობენ საქართველოს პრეზიდენტების შვილები?
29 მაისი, 2014. 13:58



მსოფლიოს რომელი ქალაქების პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ ცნობილი ქართველების და პრეზიდენტების შვილები? გთავაზობთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდების ექვსეულს.

 

 

 

წელს საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა, სვარტმორის კოლეჯში, პირველი კურსი წარჩინებით დახურა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

გასულ წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ედუარდი მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიიღეს, მათ შორის იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, დორტმუნდისა და უილიამსის კოლეჯში. სწავლის გაგრძელება მან სვარტმორის კოლეჯში ფიზიკის განხრით გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც ურჩია. თავის დროზე, ბილ კლინტონი ოქსფორდში სასწავლებლად, სწორედ სვარტმორის კოლეჯის სტიპენდიების აკადემიურმა საბჭომ გაგზავნა.


 

ასევე წელს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას ვაჟმა, ლევან ბოკერიამ ნიუ-იორკში როჩესტერის უნივერსიტეტი დაამთავრა. ამის შესახებ ბოკერიას მეუღლემ, ტელეწამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.

"
აი ასე, დაამთავრა როჩესტერის უნივერსიტეტი და გააგრძელებს მუშაობას ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ბიოფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება, ფილოსოფია და ეკონომიკაც - ყოველი შემთხვევისთვის.  ამაყი დედინაცვალი Levan Bokeria - რამე თუ შემეშალა, გამისწორე", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

თავად ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ კატო კოპალეიშვილმა სტრასბურგში ლიცეუმის მეათე კლასი დახურა.


 

საზღვარგარეთ სწავლობას ასევე ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე. მარიამი ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. მომავალი სასწავლო წლის ზაფხულიდან კი ჰარვარდში კურსებს გაივლის.

"
დღეს დილით, მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან რომ გამორჩეული ბავშვია და.... მერიდება დავწერო კიდევ რას  მწერენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე, მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-! ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვა რას ვგრძნობ? დროულია! მარიამ, ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


 

ნიუ-იორკში იღებს განათლებას თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვაჟი ნიკოლოზ ალასანია. ნიკა ახალი სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიისა და მათემატიკის სახელმწიფო სკოლაში (New Explorations into Science, Technology and Math) სწავლობს.


 

სასკოლო და ნაწილობრივ უმაღლესი განათლება მოსკოვში აქვს მიღებული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილს.

"
ანა სწავლობდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში. სკოლა იქ დაამთავრა, შემდეგ იქ ჩააბარა ინსტიტუტში და ახლა გადმოიტანა საბუთები თბილისში. რეალურად ანა თხუთმეტ წლამდე ცხოვრობდა ჩემთან, თბილისში. სკოლის ბოლო წელი გაატარა მოსკოვში, შემდეგ ერთი წელი იყო უმაღლესში და ახლა ისევ ბრუნდება ჩემთან... მენეჯმენტი უნდა შეისწავლოს", - აღნიშნა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში. 


 

 



წყარო: ამბები.გე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016