reportiori.ge - ტატუს ისტორია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:33
საზოგადოება
ტატუს ისტორია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
30 მაისი, 2014. 17:03

სხეულის მოხატვის ისტორია უძველესია. კაცობრიობა სხვა მრავალთაგან ამასაც ეგვიპტელებს უნდა უმადლოდეს .სხეულის მოხატვის ცოდნა მათ წინაპართაგან მიიღეს და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს სპარსელებსა და ბერძნებსაც გაუზიარეს.სხეულის მოხატვას დღეს ტერმინი( tatu ან  tattoo)აღნიშნავს.ევროპაში ეს სიტყვა შემოვიდა კაპიტან კუკის ტაიტიში მოგზაურობის შემდეგ და იგი ჭრილობას ნიშნავს,მისი ისტორია 6000წელს ითვლის. მსოფლიოში ყველაზე ძველი ტატუ გიზას პირამიდის შესწავლის შემდეგ ეგვიპტეში იქნა აღმოჩენილი, სადაც 4000წლის მუმიებს გამხმარ კანზე მკაფიოდ ემჩნეოდათ ნახატები.



სამგანზომილებიანი სურათის სხეულზე დახატვა პირველად იაპონიაში შემოიღეს,ტატუ იქ ყველაზე პოპულარულია და დიდი ყურადღებაც ექცევა.

 

მეცნიერები ვარუდობენ, რომ ტატუირების ხელოვნება სამხრეთ ამერიკაში ჩუქჩებმა ჩაიტანეს და ინდიელებში გაავრცელეს.ინდიელები სხეულზე გამოისახავდნენ სალოცავ ტოტემებს და ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ძალას მატებდა.

 

დღეს ჩვენს გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი რომელსაც სხეული აქვს მოხატული.ჩვენში უამრავი აზრი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგი მას სილაზესა და ესთეტიურობასთან აიგივებს,ზოგიც ბიოენერგეტიკული ველის გაუმჯობესებასა და ზოგიც ცოდვასთან.საქართველოში ვერ ვიტყვით ,რომ სხეულის მოხატვას დიდი ტრადიცია აქვს, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ხდება ის განსაკუთრებულად პოპულარული.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ტატუ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, რადგან მზადდება მცენარეული საღებავებისაგან და ამბობენ რომ მისი მოცილებაც კია შესაძლებელი,თუმცა მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ტატუს მოცილება საკმაოდ მტკივნეულ პროცესთანაა დაკავშირებული ვინაიდან ხდება კანის აქერცვალა, მისი აზოტით დაწვა და ელექტრონემსის გამოყენება.თუმცა ადვილი შესაძლებელია კანზე დარჩეს არასასურველი ნაწიბურები.ამასთანავე მცირეოდენმა შეცდომამაც კი შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს კანი დაავადდეს სიმსივნით,ანთებითა და სხვადასხავა ინფექციით.


ხოლო რაც შეეხებათ სამღვდელო პირებს (მართლმადიდებელი ეკლესიის) ისინი თვლიან,რომ ტატუირება უდიდესი ცოდვაა,ვინაიდან ღმერთმა ადამიანი  თავის ხატად და მსგავსად შექმნა, აღარაა საჭირო  სხეულის მოხატვა,საჭიროების შემთხვევაში ღმერთი თავად გააკეთებდა ამას. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ თქვენთვის მოგვინდია ისურვებდით თუარა ტატუს გაკეთებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016