reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტთან ვაქციოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:54
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტთან ვაქციოთ
31 მაისი, 2014. 20:11


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში დღითიდღე უმჯობესდება ბიზნესგარემო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა, მთავრობა მუშაობს, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნეს გარემო შეიქმნას.


დღევანდელი ჩვენი შეკრება მიზნად ისახავს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეში ინვესტიციების მოზიდვას. ინვესტორების, ბიზნესპარტნიორების მოძიებას, მათ ინფორმირებას და დაინტერესებას. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის სასიხარულოა, რომ ფორუმში მონაწილეობენ უცხოელი ბიზნესმენები - ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია.

ჩვენ თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ გვსურს დემოკრატიული, თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობა. ქვეყნის პროგრესი და ეკონომიკური წინსვლა კი შეუძლებელია, თუ არ იარსებებს ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოწესრიგებული და მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა დაისახა. ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი და ამის დადასტურებაა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზებიების კვლევის შედეგები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგებში საქართველო ისევ წამყვან პოზიციებზეა - მე-8 ადგილზე 189 ქვეყანას შორის, მათ შორის მოწინავე პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციისა და ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით ამ შედეგით და მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი - მეტის გაკეთება შეგვიძლია და ვმუშაობთ რომ მაქსიმალურად თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნესგარემო შეიქმნას. ამის ყველა წინაპირობა არსებობს საქართველოში. ჩვენ დღითიდღე ვაუმჯობესებთ ბიზნესგარემოს და რაც მთავარია, ხალხის კეთილდღეობა სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი. ამისთვის ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვზრუნავთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის იქნება ერთ-ერთი ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.


ჩვენ ახლა საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში ვიმყოფებით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ერთ-ერთი დიდი პოტენციალი აქვს, აქ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური განვითარების დიდ პერსპექტივას ანაკლიის პორტის სახით. აქვე გეტყვით, რომ ჩვენთვის მთავარია ყველა პროექტი კარგად იყოს შესწავლილი და რეალურად გათვლილი იყოს სარგებლის მოტანა. ამიტომ საერთაშორისო კვალიფიკაციის საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიები ატარებენ ამჟამად პროექტის დეტალურ კვლევას, რისი შედეგებიც უახლოეს მომავალში გვექნება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი მოიტანს ძალიან ბევრ სასიკეთო შედეგს ჩვენი ქვეყნისთვის.

პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვის მიზნით საპარტნიორო ფონდი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიასთან. წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონები. ასევე უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი და ჩვენ გვინდა, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტთან ვაქციოდ. სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთლიანად ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016