reportiori.ge - პაატა შეშელიძე: ბატონი მინისტრი, ერთს ფიქრობს, მაგრამ მეორეს აკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:43
ინტერვიუ
პაატა შეშელიძე: ბატონი მინისტრი, ერთს ფიქრობს, მაგრამ მეორეს აკეთებს
01 ივნისი, 2014. 14:43


გასული  წელი, ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.  ეკონომიკის ექსპერტთა თქმით, 2013 წელს მთავრობამ ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული 2014 წლისთვის, სერიოზული ბაზა მოამზადა.

 

2014 წელი კარგად დაიწყო, თუმცა   ბოლო პერიოდი არც თუ ისე სასურველი აღმოჩნდა...

 

პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, "რეპორტიორი",  ეკონომიკის ექსპერტ  პაატა შეშელიძეს ესაუბრა:

 


- წლის დასაწყსიდან, ეკონომიკური ზრდის საშუალო კვარტალური მაჩვენებლი  7.4%-ია. ეს არის პირველი კვარტლის მონაცემები, მაგრამ  ცალკე აღებული აპრილის ზრდა - მხოლოდ 2.7%-ია. ეს მაშინ, როცა  წინა თვეებში ზრდა 8.2%, 5.6% და 8.3 იყო.


- ბატონო პაატა, რამ  გამოიწვია აღნიშნული კლება?

 

- ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი წლის პირველ თვეებში, განპირობებული იყო ორი კომპონენტით. კერძოდ - გასული წლის ბოლოს და იანვარში დევალვაცია დაფიქსირდა, რაც სახელმწიფოს გამიზნული პოლიტიკა იყო, ამას დაერთო ინფლაცია.


მეორე კომპონენტი შემდეგი იყო - როგორც გასულ წელს, ასევე ამ წელს, სხვადასხვა სახის იაფი სესხის პროგრამები ხორციელდებოდა, რითაც, გარკვეული ხელოვნური აქტივობები იქნა პროვოცირებული.


შემდეგ უკვე ამ კურსის სტაბილიზაცია განხრციელდა და აპრილში,  ხელოვნურმა ეფექტებმა არ იმუშავა.


-  რა უნდა გაკეთებულიყო ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად?

 

-  უნდა შენარჩუნებულიყო გაცვლითი კურსის სტაბილურობა, უნიტარული პოლიტიკის სიმკაცრე - მიმდინარე ამოცანის გადაწყვეტისას. ყველაფერი დარღვეულია. შექნილია ილუზია, თითქოს ყველაფერი გამოსწორდა.  ეს, ძვირად დაუჯდება ქვეყანას.


ეკონომიკურ ზრდას, კერძო სექტორი განაპირობებს. კონომიკის სამინისტროს შეუძლია ამას მხოლოდ - ხელი შეუშალოს. მას ხელის შეწყობა არ შეუძლია. ბატონი მინისტრი ერთს ფიქრობს, მაგრამ მეორეს აკეთებს. მას, კარგად ესმის, რა არის კარგი და ცუდი, მაგრამ იძულებულია კონიუნქტურას მოერგოს და ვერ ახერხებს აკეთოს ის, რაც უნდა.  არ არის თავისუფალი და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.


-  თავისუფალი რომ იყოს რამე სხაგვარად იქნებოდა?

 

- თავისუფალი რომ იყოს, ეკონომიკის სამინისტროს გააუქმებდა ძალიან მოკლე ვადაში.


- რატომ?

 

- იმიტომ, რომ ეს არის არაფრის მომცემი, უსარგებლო სამინისტრო. მისი ფუნქციებიდან  რომლია საჭირო?


- ბატონო პაატა, უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე  პროცესებს რა გავლენა აქვს ქართულ ეკონომიკაზე?

 

-საქართველო-უკრაინას, ბოლო პერიოდში ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ. დღეს უკრაინაში პრობლემებია, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელთანაც საქართველოს უფრო მჭიდრო ეკონომიკური შეხება ჰქონდა.საქონელბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც აისახა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც. უკრაინის პრობლემა მომავალშიც სერიოზულ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.


- 26  მაისიდან რუსულ ბაზარზე ქართული ხილის და ბოსტნეულის შეტანა აღდგა. რამდენად შეძლებს სიახლე - ეკონომიკური ზრდის გამოცოცხლებას?

 

- საკმაოდ ბუნდოვანი თემაა, სინამდვლეში რა და როგორ გაიხსნა ვერ გავიგე.  გაურკვეველია ვისთვის გაიხსნა. მე შემეძლება მოვკრიფო მანდარინი და გავიტანო? გაურკვეველია ეს. ზოგადად ნებისმიერი ბაზრის გახსნა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ბაზრის გახსნისას ნათელი უნდა იყოს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ბაზრის გახსნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაგეყიდება პროდუქცია.


მაგალითად, ქართული მანდარინი ბევრად უფრო მაღალმჟავიანია, ვიდრე მაროკოს ან, სხვა, რამდენიმე ქვეყნის მანდარინი. ამიტომ, როცა ამ მანდარნს რუსეთში გემო გაუგეს, ქართულს ისე აღარ ყიდულობენ, აღარ არის მოთხოვნა. შესაბამისად, შესაძლოა დახარჯო ენერგია, მოიყვანო მანდარინი, რომელსაც რუსეთში, მარტივად რომ ვთქვათ, არ იყიდიან, მიუხედავად იმისა, რომ კარი ღიაა. საბჭოთა კავშირის დროს, არ შედიოდა სხვა ქვეყნებიდან და ამიტომ იყიდებოდა ქართული მანდარინი. კარი რომ გაგიხსნა, ეს ერთია, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გქონდეს იმ კარში შესატანი?



P.S.  ექსპერტები, მთავრობას,  ყველა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების წამოწყებას ურჩევენ. მათი თქმით, აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილ  ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016