reportiori.ge - ნინუცა დავლიანიძე: სამკაულების კეთება და მისი რეალიზაცია 13 წლის ასაკში დავიწყე (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:38
ინტერვიუ
ნინუცა დავლიანიძე: სამკაულების კეთება და მისი რეალიზაცია 13 წლის ასაკში დავიწყე (ფოტოკოლაჟი)
29 მაისი, 2014. 17:30


გადავწყვიტე, ერთი არაჩვეულებრივი თბილისელი გოგო - ნინუცა დავლიანიძე გაგაცნოთ.  არაჩვეულებრიობა კი  ნიჭში მდგომარეობს. ხოლო ამ ნიჭიერებაში დასარწმუნებლად, მისი ნამუშევრების ფოტოკოლაჟს გთავაზობთ, რომლის სილამაზე როგორც სუსტი, ისე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ დატოვებს გულგრილს. „რეპორტიორი" ნინუცას ნამუშევრებზე და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.


- როდის და როგორ დაიწყე სამკაულების კეთება?


- ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი საქმიანობით. ბავშვობიდან სულ რაღაცას ვკერავდი, ვაწყობდი და ვხატავდი . ყოველთვის  მაინტერესებდა სამკაულები, ქარგვა და კერვა, მაგრამ კონკრეტულად ნამუშევრების კეთება და მისი რეალიზაცია 13 წლის ასაკში დავიწყე.


- რატომ გადაწყვიტე. საიდან გაჩნდა იდეა?


-   იდეა თავისით მოვიდა. კონკრეტულად ჩემთვის არავის მოუცია რჩევა და არავის უსწავლებია, როგორ უნდა გამეკეთებინა ნივთები.  სამკაულების  კეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ  მეხალისებოდა. ნივთების შექმნა ერთგვარი  ჰობი იყო და თავისუფალ დროს ამით ვერთობოდი. ძალიან მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა და ესეც მაძლევდა სტიმულს.  არავინ დამხმარებია, ყველას მოსწონდა ჩემი ნამუშევრები და ეს მაძლევდა ხალისს და სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი და ლამაზი ნამუშევრები შემექმნა.


-  საკუთარი ბრენდიც გაქვს უკვე - „Foe Foe". რას აკეთებ კონკრეტულად და დაახლოებით  რა ღირს შენი შექმნილი აქსესუარები?


-  ვაკეთებ სხვადასხვა საკმაულს - ყელსაბამებს, სამაჯურებს, საათებს, თმაზე გასაკეთებლებს, საათის სამაჯურებს და ასე შემდეგ. ვიყენებ ნატურალურ ქვებს, ტყავს, აბრეშუმს და სხვადასხვა დეტალებს ამ ნივთების გასაფორმებლად. ღირებულებას განსაზღვრავს მასალის ფასი, რაოდენობა და სირთულე.


- რამდენად ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის?

 

- ვფიქრობ, ქართველ მომხმარებელს არ გაუჭირდება  მისი შეძენა. ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს და ფასიც ხელმისაწვდომია.


- გამოფენის ან ჩვენების მოწყობას ხომ არ გეგმავ? სტენდი გაქვს როგორც ვიცი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. სადმე კიდევ ხომ არ აპირებ მსგავსი სტენდის დადგმას?


-  სხვადასხვა გამოფენა- გაყიდვებში ვიღებ   მონაწილეობას, მაგრამ ჩემი ოცნებაა პერსონალური გამოფენის მოწყობა. ახალი სტენდის დადგმაზეც ვფიქრობ.


„რეპორტიორი" წარმატებას უსურვებს ნინუცას და გთავაზობთ დაპირებულ ფოტოკოლაჟს:


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016