reportiori.ge - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი ემბარგოს დააწესებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:33
ეკონომიკა
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი ემბარგოს დააწესებს
02 ივნისი, 2014. 13:48



არსებობს თუ არა რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე მორიგი ემბარგოს დაწესების საფრთხე? მსგავსი რისკების შესახებ ქართველ მეწარმეებს შორის ინფორმაცია უკვე ვრცელდება. Commersant.ge-ს ინფორმაციით, მათი ნაწილი რუსულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისგან თავშეკავებას ამჯობინებს, ნაწილი კი ამ მიმართულებით ექსპორტს ამცირებს და ბაზრის დივერსიფიკაციის პოლიტიკას აძლიერებს.

 

სოკოს მწარმოებელი კომპანიის თეთრი ქუდის წარმომადგენლის განცხადებით, მეწარმეებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუსეთი საქართველოს მორიგ ემბარგოს დაუწესებს. ასევე ცნობილია, რომ რუსეთმა ამ მიზეზით საკუთარ ბაზარზე პრობლემები უკვე შეუქმნა მოლდოველ ექსპორტიორებს.

 

მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა, როგორც გამოცემას პრემიერ-მინისტრის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ქართველმა ბიზნესმენებმა დღევანდელ სამყაროში სიტყვა გარანტია, რომელიც ასე ძალიან უყვართ, უნდა დაივიწყონ.

 

გარკვეული რისკფაქტორი მთელს მსოფლიოში არსებობს, ამას ჩვენ ვერ შევცვლით. რისკი ბიზნესის ნაწილია და ეს გათავისებული უნდა ჰქონდეთ, თუმცა უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად შევამციროთ ეს რისკები, მათ შორის, წმინდა სავაჭროეკონომიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა მან.

 

რისკების შემცირების გათვალისწინებით, აბაშიძე მიესალმება ექსპორტიორთა პოზიციას ბაზრების დივერსიფიკაციის შესახებ. მისი თქმით, ექსპორტიორთა სურვილი, რომ ერთ ბაზარზე არ იყვნენ დამოკიდებულები, სწორი მიდგომაა და ეს დამოკიდებულება შენარჩუნებული უნდა იყოს.

 

აბაშიძის განცხადებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა საქართველოსთვის გაიხსნას ევროპის 500-მილიონიანი ბაზარი და ამავდროულად, რუსეთთან შენარჩუნებულ იქნას ლიბერალური სავაჭრო ურთიერთობები, რაც ქართულ ბიზნესს დიდი არჩევანის საშუალებას მისცემს.

 

არჩევანი კი უფრო მეტ ჟანგბადს შემოიტანს ჩვენს ბიზნესში“, - დასძინა მან, თუმცა აღნიშნა, რომ რეალური გზა მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა საქართველო ხელს მოაწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას.

 

 

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 27 ივნისს აწერს ხელს. თუ როგორ აისახება რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ კომენტარი რუსულ მედიასთანაც გააკეთაჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალები, რომ მოსკოვში მშვიდად უყურებენ ჩვენს მიერ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ არავითარ ზეწოლას არ უნდა ველოდოთ. ჩვენ ამის იმედი გვაქვს“,-  განაცხადა აბაშიძემ რამდენიმე კვირის წინ რუსულ მედიასთან საუბრისას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016