reportiori.ge - ლიკა ქორქია: საწყენია, როცა უსაფუძვლოდ გერჩიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:58
ინტერვიუ
ლიკა ქორქია: საწყენია, როცა უსაფუძვლოდ გერჩიან
02 ივნისი, 2014. 17:28



მოდელი ლიკა ქორქია რამდენიმე ხნის წინ ჟურნალისტის ამპლუაშიც იხილა მაყურებელმა, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის წამყვანად მოგვევლინა. როგორც ლიკა აღნიშნავს, ამ პერიოდმა გამოცდილება შესძინა და საყვარელი საქმე აპოვნინა. მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ხშირად ვრცელდება ჭორები. თუმცა როგორც ლიკა „რეპორტიორთან“ საუბარში აღნიშნავს, ეს უსაფუძვლოა. 

 

 


- ლიკა, ბოლო პერიოდში იმდენად ხშირად აღარ ჩანხართ. პასიური პერიოდი დგას თქვენს ცხოვრებაში?

გეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდი შედარებით პასიური იყო რიგი გარემოებების გათვალისწინებით, თუმცა ზღვა ენერგიით ვარ სავსე, რასაც ჩემს საყვარელ საქმეს აქტიურად მოვახმარ.

 


საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის წამყვანად მუშაობამ რა გამოცდილება შეგძინათ?  

 

- ბევრი რამ გავიგე და ბევრიც ვისწავლე, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამომადგება. მოგეხსენებათ, რომ ჟურნალისტიკა ის სფეროა, სადაც სისტემატურად იძენ საჭირო უნარ-ჩვევებს და მუდმივად იზრდები.

 


- შეგიძლიათ გვითხრათ, როგორც ტელეჟურნალისტს, რა მოგწონთ და არ მოგწონთ საკუთარ თავში?

 

- საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკული ვარ, თუმცა ჩემს შესაძლებლობებს ადეკვატურად ვაფასებ. არ გამომრჩება არც კარგი, არც-ცუდი. ამასთან არ მერიდება და აზრს ვეკითხები ჩემთვის კომპეტენტურ ადამიანებს, მათ რჩევებს კი სამომავლოდ ვითვალისწინებ. უენლისის სიტყვებს მოვიშველიებ : „ჭეშმარიტი სიდიადისკენ ხშირად ქედმაღლობაა დაბრკოლება“.

 


- ვინ არის თქვენთვის კომპეტენტური ადამიანი, ვის რჩევებსაც ითვალისწინებთ?

 

- არის რამდენმე ადამიანი, რომელთა რჩევაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. გამოვარჩევ დედას, რომელიც სპეციალობით ჟურნალისტია და ამავდროულად-ჩემი მეგობარი.

 


ზოგადად, რამდენად შეგიძლიათ ისაუბროთ საკუთარ თავზე, როგორც კარიერისტზე. გაქვთ კარიერისტის ნიშნები?

 

- რომ გითხრათ, კარიერისტად დავიბადე-თქო, გულახდილი არ ვიქნები. მთელი ჩემი საქმიანობა და აქამდე მოსული კარიერა დაუგეგმავი იყო. რაღაც ასე გამოვიდა და მეც დინებას მივყვები. ბედნიერი ვარ, რომ იმ სფეროში მოვხვდი, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე და დიდი სიყვარულით დავუკავშირდი ჩემს სამუშაოს.

 


ეთანხმებით აზრს, რომ კარიერა პირად ცხოვრებას ხელს უშლის?

 

- ვფიქრობ ეს ინდივიდუალურია. თუ შეეცდები ალბათ ისეც გამოვა, რომ არც პირადი ბედნიერება დაკარგო და არც-საყვარელი საქმე.

 


ყოფილა თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის ისტორია, რომელზეც სამსახურის გამო გითქვამთ უარი?

 

- არა, ასეთი რამ არ ყოფილა. თუ ჭეშმარიტად გიყვარს და ხედავ, რომ იპოვნე შენი მეორე ნახევარი, ადამიანი, რომელსაც შენთვის უზომო ბედნიერება მოაქვს, განა შეიძლება მასზე უარი თქვა კარიერის გამო? ან საერთოდ რატომ უნდა დადგე ასეთი არჩევანის წინაშე?  თუ ორ ადამიანს ერთმანეთის ესმის, გამოსავალს აუცილებლად იპოვნიან.

 


რამდენჯერმე გახდით ჭორების ობიექტი. იყო ინფორმაცია რომ ლიკა შეყვარებულია. თქვენ ეს უარყავით. რატომ აგორდა ეს ჭორები?

 

- ვერ გეტყვით. დავიჯერო ყველა ჭორს საფუძველი აქვს? სიმართლე გითხრათ, ჩემზე ბევრი ჭორი არც გამიგია. ძირითადად უწყინარ და სასაცილო „თხზულებებს“ ვიგებ.

 


ხშირად აღნიშნავთ,  რომ თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენას თქვენი სამეგობრო წრის აზრიც ახდენს. ყოფილა შემთხვევა რომ ეს გინანიათ?

 

- არასდროს არ მინანია. ბუნებრივია, რომ გავლენას ოჯახის და მეგობრების აზრი ახდენს, თუმცა არა ჩემს გადაწყვეტილებებზე. გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია. ვიცნობ და ვენდობი საკუთარ თავს, ამიტომაც ჩემს საქციელზე პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე მე ვიღებ.

 


სილამაზე, პოპულარობა, წარმატება-ეს ყველაფერი ხშირად შურის საფუძველი ხდება. გიგრძვნიათ უსაფუძვლო უარყოფითი დამოკიდებულება?

 

- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. თუმცა ალბათ ეს უცხო ბევრისთვის არ არის. რა თქმა უნდა, საწყენია, როცა უსაფუძვლოდ გერჩიან, თუმცა მე აგრესიით არავისთვის არასდროს მიპასუხია. ვცდილობ ყველას ისე მოვექცე, როგორც მსურს, რომ მე მექცეოდნენ. ამას ხშირად ადეკვატური დამოკიდებულება მოჰყვება, თუმცა-არა ყოველთვის. მაგრამ, რას ვიზამ...

 


- იყო ვარაუდი რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გიხილავდათ მაყურებელი. რამდენად სწორად გავრცელდა ინფორმაცია და ზოგადად, რას ფიქრობთ მსგავს პროექტში მონაწილეობაზე?

 

- პროექტი ძალიან მომწონს. ვუყურებ და მყავს ჩემი ფავორიტები. ნამდვილად მქონდა შემოთავაზება, თუმცა რიგი გარემოებების გამო ჯერჯერობით თავს ვიკავებ.

 

 


ლიკა ქორქიას და, ანი ქორქია, ამჟამად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ერთ-ერთი წამყვანია.  

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016