reportiori.ge - ნანა დევდარიანი: ილია მეორეს ერის სულიერ ლიდერობას ვერავინ ჩამოართმევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:48
ინტერვიუ
ნანა დევდარიანი: ილია მეორეს ერის სულიერ ლიდერობას ვერავინ ჩამოართმევს!
03 ივნისი, 2014. 17:16


ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განსახილველი საკითხები ამ დრომდე უცნობი რჩება. წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულსა და შემოდგომაზე, სადაც ეკლესიისთვის მნივნელოვან საკითხებს განიხილავენ. რამდენიმე დღის წინ „რეპორტიორის" პრეს-კლუბშიამა ელიზბარ (დიაკონიძემ) სინოდის სხდომასთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა.

 

 

სინოდის სხდომაზე განცხადება გაკეთდება, რომლის წინააღმდეგიც თავად უწმინდესი გახლავთ. იმდენად დიდია შიში კაცისა, რომ სამშაბათს ასეთ შედეგს მივიღებთ - უწმინდესი გავა დამსახრებულ პენსიაზე და ეკლესიას უმამოდ დატოვებენ. დადგენილებაში ჩაწერენ ასეთ ფრაზას - სანამ, ჩვენ, საკათალიკოსო კადრს მოვამზადებთ, მანამდე სინოდი მართავს საქართველოს ეკლესიას. ანუ, ის რაც გაიარა რუსულმა ეკლესიამ და აღადგინა სტალინმა, ჩვენ უნდა გავიაროთ და დაველოდოთ სტალინს", - განაცხადა მამა ელიზბარმა.

 

 

„რეპორტიორი" ამ თემაზე „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს, ყოფილ სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს ესაუბრა.

 

 

__ არ მგონია სინოდმა პატრიარქის გადაყენება გაბედოს. ჯერ ერთი, კათალიკოსის პენსიაზე გაშვება წარმოუდგენელია! ილია მეორე ერის სულიერი ლიდერია. მას სულიერ ლიდერობას ვერავინ ჩამოართმევს. არც მგონია, რომ ეს ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს, რადგან ძალიან დიდი გულისწყრომა იქნება საზოგადოების მხრიდან. ეგ კი არა, პატრიარქი თვითონ რომ იხვეწებოდეს, გამიშვითო, სად უნდა გავუშვათ?! ის არის ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი! სადაც არ უნდა იყოს, სულ რომ ცალკე სადმე კელიაში შევიდეს და არ გამოდიოდეს, მაინც პატრიარქი იქნება.

 

 

მგონია, რომ საპატრიარქოში არის გარკვეული საკითხები დაგროვილი  და  ამის ფონზე გაჩნდა საზოაგდოებაში აზრი, რომ შესაძლოა ილია მეორეს გადაყენება უნდოდეთ. პატრიარქის პენსიაზე გაშვებას არავინ დაუშვებს. მრევლი არ დაუშვებს ამას!

 

 

__ როგორ შეაფასებდით  დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას პატრიარქის მიმართ. წინა ხელისუფლების წევრებს ხშირად საყვედურობდნენ ხოლმე პატრიარქის მიმართ უპატივცემულობაში.

 

 

__ ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ -  „ქართულ ოცნებაში" არიან ზუსტად იგივე იდეოლოგიის ადამიანები, როგორიც ნაციონალებში. არც კარგს ვამბობ და არც ცუდს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათთვის პატრიარქის ასეთი მაღალი ავტორიტეტიც პრობლემაა. რომ ეკლესიაში მრევლი რომ ასე მომრავლდა, ესეც პრობლემაა. მრევლს კი პირიქით მიაჩნია. ყველას კარგად გვახსოვს, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე როგორ გააფრთხილა პატრიარქმა, ნუ მიიღებთო. ამ კანონს პროვოცირების გარდა, საზოგადოებისთვის არაფერი მოუტანია, თორემ ქრისტიანიც და ათეისტიც რომ გააჩერო და ჰკითხო - დაშვებულია თუ არა ძალადობა ვინმეს მიმართო, გეტყვის,  არავის მიმართ არ არის დაშვებულიო. მაგრამ, კანონის ამ სახით მიღებამ, როცა უგულვებელყოფილ იქნა საპატრიარქოს პოზიცია და პირადად პატრიარქის აზრი, პროვოკაციული ქმედებები გამოიწვია. ამიტომ, ხელისუფლების დამოკიდებულება, სიმართლე რომ გითხრათ, პატრიარქის მიმართ შეცვლილი არ არის. ისინი უფრო არ უგდებენ პატრიარქს ყურს, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა" . „დეზნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილმა თითქოს თქვა, არ მიღირდა ხალხის ქოქოლის ფასად ამ კანონის მიღებაო. წაიკითხონ ხოლმე წყარო კარგად, დეზინფორმაცია იყო. არავითარი სინანული ამ კანონის მიღების გამო არავის გამოუხატავს. თუ არ ვცდები, 114 ხმა ნული ხმის წინააღმდეგ იყო კანონი მიღებული.

 

 

__ პატრიარქის როლი როგორია დღევანდელ საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში?

 

 

__ პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან, ამიტომ მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მისი სულიერი ლიდერი რას იტყვის. აზერბაიჯანელებმა, იუდეველებმა და სხვებმა თქვეს, რომ ილია მეორე მხოლოდ ქართველების სულიერი ლიდერი კი არა, მთელი კავკასიის სულიერი ლიდერიაო. ამას ხომ უნდა მიუგდო ყური?! სხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ შენს ქვეყანაში და ცოტანი არ არიან, შენი ამომრჩველია ესეც და როცა ასეთ კანონს მიიღებ ადგილობრივი არჩევნების წინ,  იმის დემონსტრირებაა, რომ ამომრჩეველის აზრი არ აინტერესებს ხელისუფლებას. ასეც მოვიგებ და ისეც მოვიგებო - ამას ჰგავს „ქართული ოცნების" საქციელი. პირველ ადგილზე მე გავალ და მეორეზე ნაციონალებს გავიყვანო. 

 

 

შეგახსენებთ, სინოდის ხდომა სამ საათს  გაგრძელდა. როგორც სინოდის წევრმა, მიტროპოლიტმა ზოსიმემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენების საკითხზე მსჯელობა სინოდის სხდომაზე არ ყოფილა. კონკრეტული საკითხები, რომელიც სინოდის სხდომაზე განიხილეს განჩინებაში იქნება და საზოგადოებისთვის რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016