reportiori.ge - „საია“ ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოსახლეობას შეხვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:25
რეგიონები
„საია“ ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოსახლეობას შეხვდება
ავტორი:
26 აგვისტო, 2013. 16:43

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ოზურგეთში საია-ს ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. შეხვედრის მიზანია მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ხორციელედება  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ. დონორ ორგანიზაციას ევროკავშირი წარმოადგენს. პროექტი ფოკუსირდება 4 მთავარ ამოცანაზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა  და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.


აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევების შედეგების შესახებაც.  კვლევები ეხება ბოლო პერიოდში საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, კვლევების შედეგად გაანალიზებულია საქართველოს მიგრაციის სტრატეგია 2013-2015 წლებში, მიგრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები, მიგრაციული პროცესების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის (საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება) საკითხები.  

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016