reportiori.ge - სინოდის სხდომაზე 9 საკითხზე იმსჯელეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 19:26
რელიგია
სინოდის სხდომაზე 9 საკითხზე იმსჯელეს
04 ივნისი, 2014. 16:32



წმინდა სინოდის სხდომის განჩინება საზოგადოებას ხობისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა დიდიბერიამ გააცნო.

 

წმინდა სინოდი ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს აღწერს.

 

სინოდის განჩინებით, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ყველა სამრევლოში უნდა ჩამოყალიბდეს სულიერებისა და კულტურის ცენტრები და საკვირაო სკოლები.

 

სინოდის წევრები დაეთანხმდნენ საეკლესიო ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიტროპოლიტ დავით მახარაძის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომ კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკლესიას შორის გაფომდეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვას სახელმწიფოსთან თანამშრომლობით.

 

ყველა ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ყოველი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, აუცილებელია, მას ყავდეს თავის მემატიანე, იურისტი და არქიტექტორი.

 

რადგან ზოგიერთ ეპარქიაში აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, შიდა ქართლსა და ზემო იმერეთის ზოგიერთ სოფელში სრულფასოვნად ვერ ხორციელდება საეკლესიო მსახურებები, ეთხოვოს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა დაეხმარონ ეკლესიას ამ კანონიკურ ტერიტორიაზე მსახურებებისა და გადაადგილების უზრუნველყოფაში.

 

წმინდა სინოდმა განაჩინა, დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს ავსტრიის, გერმანიისა და ბენლუქსის ქვეყნების სამრევლოები და შეიქმნას: დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია და იტალია, ასევე ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია. ბათუმისა და ლაზეთის და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას გამოეყოს ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოები, შეიქმნას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყოს ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნას ხორნაბუჯის ეპარქია, კახისა და ქურმუხის ეპარქია.

 

წმინდა სინოდის სხდომაზე ახალი ეპარქიების მღვდელმთავრებად გამოარჩიეს ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში - არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში - საბა ინწკირველი, კახისა და ქურმუხის ეპარქიაში - არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მომავალი დიდი კრების მოსამზადებლად სხდომებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იქნებიან გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

 

წმინდა სინოდმა განაჩინა, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთვარეპისკოპოსი იოანე პირველი შეირაცხოს წმინდანად, ეწოდოს წმინდა იოანე პირველი, მთავარეპიკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა.

 

ასევე წმინდა სინოდის განჩინებით დაიწერება წმინდანის შესახებ ცხოვრება და ხატი, შეიქმნება წმინდანის ტროპარ-კონდაკი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016