reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: თუ რამე შეგიძლია, უნდა გააკეთო ხალხისთვის და ჩუმად წახვიდე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:42
ინტერვიუ
გიორგი ვოლსკი: თუ რამე შეგიძლია, უნდა გააკეთო ხალხისთვის და ჩუმად წახვიდე...
04 ივნისი, 2014. 18:16



წინასაარჩევნოდ,   სხვადასხვა  ოლქებში, მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნას, სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ  წრეებში  ხელისუფლების  მხრიდან  ზეწოლის შედეგად აფასებენ.  თვლიან, რომ   ხელისუფლება  ამას საკუთარი პარტიული სიის   ადვილად გასაყვანად  აკეთებს.

 

რას ფიქრობს ამ და სხვა აქტუალურ თემებზე  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე?

 

„რეპორტიორი“ გიორგი ვოლსკის ესაუბრა:

 

 

 

- საარჩევნო კანდიდატურების მოხსნა, ზეწოლა...  ისევ აქტუალურია ეს თემები. ნაციონალურ მოძრაობას მარტო ამიტომ უნდა მოეთხოვოს პასუხი, რომ ქვების სროლიდან დაწყებულიდაპატიმრებებით და ზეწოლებით  დაამახსოვრა  ხალხს არჩევნები.

 

დღეს, სხვაგვარად ვერც იხილავენ კანდიდატურების მოხსნის საკითხსდაუშვებლად მიაჩნიათ,  რომ  ამა თუ იმ პარტიასთან შესაძლოა არ უნდოდეს რომელიმე სუბიექტს თანამშრომლობა და ამიტომ გადადგას ეს ნაბიჯი. ზეწოლასთან დაკავშირებით, თუ რაიმე მასალა არსებობს, მოგვაწოდონ და გარანტიას ვაძლევჩემი გუნდი, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დასრულებული შს მინისტრით, სამაგალითოდ დასჯის იმ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს!

 

 

-„ყველა  ბიზნესმენი, რომელიც გასულ წლებში,   დიდი ენთუზიაზმით აფინანსებდა  „ნაციონალურ მოძრაობას", დღეს მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებას"  აფინანსებს. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მკაცრად კონტროლდება ბიზნესი,  რომ მათ არ გაუჩნდეთ რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დაფინანსების სურვილი.  ბიზნესი, რომელსაც  პოლიტიკური პარტიის დაფინანსება შეუძლია -  დღეს კონტროლირებადია", - აღნიშნული და მსგავსი განცხადებები ხშირად ისმის თქვენი პოლიტიკური ოპონენტების და ექსპერტთა მხრიდან...

 

 -თუ ბიზნესი სახელწიფოს სასარგებლოდ მუშაობს და ბიჯეტში თანხა შემოაქვს, სააკაშვილის პერიოდში რა მდგოარეობაშიც იყო ჩავარდნილი, შენც იმ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო! ის ბზნესმენები, რომლებიც სააკაშვლის დროს იყვნენ დაყაჩაღებულები, დღეს ისევ გამოვიდნენ ასპარეზზე. ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ყოველთვის არსებობდა და არსებობს რაღაც კავშირები.  ყველა მსხვილი გადამხდელი, ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნას ცდილობს, თუმცა ყველნაირ  ზეწოლა გამოვრიცხავ!

 

 

არის ბიზნესი და არსებობს  ბიზნესის ინტერესი. ადრე, თუ შოლტით ერეკებოდნენ ფულის გადასახდელად ბიზნესმენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებისკენ, ახლა ბიზნესმა ამოისუნთქა, გრძნობენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია. სახელისუფლებო პარტიაში რომ  შეაქვთ ფინანსური შენატანი, სხვა პარტიებიც რომ დააფინანსონ, ცუდი კი არ იქება?!

 

 

-რატომ არ აფინანსებენ?

 

-ნაციონალური მოძრაობისგან” ისეთი რამეები იწვნიეს, რომ სურვილიც აღარ აქვთ...

 

 

-ბატონო გიორგი, ექსპერტთა  და პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფებისგან, ხშირად მსმენია, რომ  ყოფილი ხელისუფლება არჩევნებს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ატარებდა. მსგავს ფაქტებზე საუბრობენ ახლაც...

 

 -შესაძებლობას ვუშვებ, რომ  ადგილობრვ დონეებზე ხდება ასეთი ამბები. ნეტავ, რომელიმე ასეთი ფაქტი ჩაგვივარდეს ხელთ... თუმცა,  საზოგადოება იმდენადაა დაშინებული, ისე არიან დარწმუნებული, რომ სახელმწიფოს შეუძლია გაგანადგუროს, მოგსპოს – ეშინიათ, არ სჯერათ, რომ ის დრო წავიდა. თუ ვინმე იგრძნობს, რომ გუბერნატორი, ან პოლიციელი აჭარბებს თავის უფლება-მოვალეობას, აუცლებლად უნდა თქვას ხმამაღლა! მიტომ, რომ ეს არამარტო აკუთარ და ქვეყნს ინტერესებს,  არამედ, კოალიცია ქართული ოცნები ინტერესებსაც აზიანებს.

 

 

-არასაპარლამეტო ოპოზიცია გსაყვედურობთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები  მათთან ერთდ ტელე-ეთერში დაჯდომაზე უარს ამბობთ...

 

-ბსურდია!  ჩვენ არ  ვითხოვთ ამას. ჩვენ ვინ გვკითხავს, ვინ ვის პირისპირ დაჯდება! ჩვენ გვხმობენ და მივდივართ.  დაივიწყეთ ძველი დრო, როცა მსგავსი რამ ხდებოდა!

 

 

-ბატონო გიორგი, ხელისუფელბას შეუსრულებელ საარჩევნო დაპირებებს გახსენებენ ხშირად...

 

-ცოტა ხნის წინ, გარემოს დაცვის სამინსტრომ, ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარა. თბილისის გარშემო, ხეების დიდი ნაწილი ხმებოდა.  სამუშაოების ჩატარების შემდეგ ამ ხეებმა კვირტი გამოისხა. ჩვენს ადგილზე  „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო, დადგებოდნენ ამ მწვანე ფოთოლთან და ერთი კვირა ისაუბრებდნენ.

 

 

აოკუპაციო ზოლის 5 სოფელში არ იყო წყალი.  ეს პრობლემამოვაგვარეთ.

 

საქართველოში 34 სოფელია, სადაც ელექტროენერგია არ არის.  პროგრამით 2016-მდე დასრულდება ეს სამუშაოები.  12 სოფელში უკვე გაკეთებულია.

 

 

რამდენი ჩამოვთვალო? დიდი  თანხა ჩაიდო სოფლის მეურნეობაში, ჯანმრთელობის დაზღვევაში, 17 ფაკულტეტი რომ  გახდა უფასო - ცოტაა?  სამშვილიან ოჯახს წიგნი რომ არ აქვს საყიდელი -არაფერია?  მერიდება ხოლმე საუბარი, რომ ომში შვილდაკარგულ დედას 500 ლარი გადავეცი, იცით რამდენი არიან ასეთი დედები? 1992 წლიდან 2008 წლამდე რამდენი დაღუპული გვყავს, თვალი გადაავლეთ.... არ არის აჭირო დაყვედრება, უნდა გააკეთო ხალხითვის, თუ რამე შეგიძლია   და   ჩუმად წახვიდე...

 

 

 

 

P.S.   „ხელისუფლებამ კარგად ვერ იმუშავა საზოგადოებასთან, ვერ შედგა  კომუნიკაცია. ხელისუფელბამ ვერ აუხსნა საზოგადოებას რას - რატომ აკეთებს. ხშირია  შემთხვევა, როცა მთავრობა ვერ განმარტავს - რა უნდა საერთოდ!“

 

ალბათ, თავმდაბლობაც კარგია თავის ადგილზე, მაგრამ არც ზომიერი  PR აწყენდა   მთავრობას. სულ მცირე იმიტომ, რომ  მსგავსი განცხადებები არ გაკეთდეს საზოგადოების  ნდობით აღჭურვილი პირების მხრიდან მაინც...


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016