reportiori.ge - იაპონიის ვაჭრობის ასოციაცია „როტობო“ საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 18 თებერვალი, 2025. 20:27
ეკონომიკა
იაპონიის ვაჭრობის ასოციაცია „როტობო“ საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
04 ივნისი, 2014. 18:40



იაპონიის ვაჭრობის ასოციაციაროტობოსაქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა. ორგანიზაცია, რომელიც 200-მდე კომპანიას აერთიანებს, საქართველოში ენერგეტიკისა და წარმოების სფეროებს ეცნობა.

 


იაპონური ბიზნესკომპანიების დელეგაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მთავრობის მეთაური სტუმრებს ქვეყანაში არსებულ თავისუფალ ბიზნესგარემოსა და საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობაზე ესაუბრა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობა მიესალმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რაც ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 


დელეგაციაში, რომელსაცროტობოსპრეზიდენტი ტაკაში ნისიოკა ხელმძღვანელობს, ასევე არიან კორპორაცია Sojitz- ის მმართველი დირექტორ9ი ტოშიჰიკო კიტა, კორპორაცია Itochu- გენერალური მენეჯერი კენგო კიმურა, კომპანია Kawasaki -ის მენეჯერის თანაშემწე მოტოკო დაიმონი, ეკონომიკის, ვაჭრობისა და მეწარმეობის მინისტრი ერინა ენომოტო, Toyota Motor Corporation-ის პროექტის გენერალური მენეჯერი ტომოაკი ნიშიტანი, კორპორაცია Maruben-ის კორპორატიული მრჩეველი ვათარუ იოშიდა, Mitsubishi Motors Corporation -ის გენერალური მენეჯერი ტოსინაგა კატო, Mitsubishi მძიმე მრეწველობის მრჩეველი ჰიროაკი ოჰუჩი, Mitsubishi მძიმე მრეწველობის , გარემოსა და ქიმიური ინჟინერიის კორპორაციის რუსეთისა და CIS -ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ტოშიკაზუ არაი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016