ამა წლის 3-4 ივნისს, ქ. ბათუმში შავი დ აზოვის ზღვების მუშა ჯგუფის შეხვედრა (BASWG12) გაიმართა, რომელსაც თურქეთის, ბულგარეთის რუმინეთის და უკრაინის ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრას საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) დირექტორი, ვიცე-ადმირალი მუსტაფა იპტესიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ჰიდროგრაფიული მომსახურების საკითხებში ურთიერთანამშრომლობა და კოორდინაცია, საზღვაო სანაოსნო რუქების ზონების ლიმიტაცია და ბათიმეტრიული მონაცემების გაცვლა.
მხარეებმა ასევე განიხილეს, საზღვაო უსაფრთხოების ინფორმაციის (MSI) გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა პროექტი, რომელიც ახლო მომავალში დაინერგება საქართველოში - საზღვაო ინციდენტების შემთხვევაში (უბედური შემთხვევებისას) და ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ზღვაზე გლობალური კავშირის სისტემის ფარგლებში.