reportiori.ge - გიორგი ამაშუკელი: შშმ პირები ვითხოვთ, მოგვეცეს საშუალება ჩვენ თავზე თვითონ ვიზრუნოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:51
ინტერვიუ
გიორგი ამაშუკელი: შშმ პირები ვითხოვთ, მოგვეცეს საშუალება ჩვენ თავზე თვითონ ვიზრუნოთ
05 ივნისი, 2014. 14:20

 

 

„რეპორტიორთან" ინტერვიუში „განსხვავებული უნარების მქონე პირთა გაერთიანების" თავმჯდომარემ, გიორგი ამაშუკელმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა უფლებებზე ისაუბრა. როგორც რესპოდენტი აცხადებს, შშმ პირების მთავარ პრობლემას საზოგადოებაში ინტეგრირება და ადაპტირებული გარემოს არარსებობა წარმოადგენს.

 

 

_ ბატონო გიორგი როდის და რა მიზნით შეიქმნა ეს ორგანიზაცია?


_ ორგანიზაცია 2011 წელს დავაფუძნეთ.   მიზანი იყო და არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრირების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშეწყობა.  2004 წელს თავად  მოვყევი ავარიაში და ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. ტრავმამდე ვიყავი ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. ტრავმის შემდეგ დავინახე, რომ საზოგადოების მხრიდან იყო შშ მქონე პირთა იგნორირება.

საქართველოში ღვთის წყალობით კლიმატურად  ძალიან კარგი პირობები გვაქვს. ვგულისხმობ ახტალას, სადაც ვმკურნალობდი ე.წ. ახტალის ტალახით  და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ახტალაში არ არის შესაფერისი პირობები.

 

 

_ როგორც ცდილობს თქვენი ორგანიზაცია შშმ  პირთა დახმარებას?

 

_ „განსხვავებული უნარების მქონე პირთა გაერთიანება" სარგებლობდა და სარგებლობს USAID-ის დაფინასებული პროგრამა  G-PAC-ის გრანტით. პროექტის მიზანია შშ მქონე პირთა ინტეგრირება ბიზნესის სფეროში, მათი დასაქმების მიზნით. გვინდა ხელი შევუწყოთ როგორც ბიზნესს, ასევე  შშ მქონე პირებს, რათა მომავლის იმედი გააჩნდეთ.  მინდა,  რომ ჩემნაირ ადამიანებს იმედი არ მოუკვდეს და წინსვლის გზა გაუჩნდეს მომავალში. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ გამოკითხვას, რომ გავიგოთ რა შემთხვევაში და რა პირობებში დაასაქმებს ბიზნეს სექტორი შშ მქონე პირებს.  კვლევაში  გვეხმარება ექსპერტი მიხეილ დონდუა. სამწუხაროდ ბიზნესის გაკრვეული ნაწილი ამ საკითხის  იგნორირებას ახდენს და თანამშრომლობის სურვილს არ გამოთქვამს.

 

 

_ დღეს კომპიუტერის და ინტერეტის სამყაროში ალაბათ გაცილებით ადვილია ასეთი ადამიანების დასაქმება...

 

_ შშმ  პირთა უმრავლესობა, რომელიც საქართველოშია დასაქმებული, არიან პირები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ სხვადასხვა დაწესებულებებში ინტერნეტის საშუალებით, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებშიც. ეს ადამიანები სახლიდან იმიტომ კი არ მუშაობენ, რომ გარეთ გამოსვლა და საზოგადოებასთან ურთიერთობა არ სურთ - პირიქით, მაგრამ სამწუხაროდ ადაპტირებული გარემო არ არსებობს.

 

 

_ ადაპტირებული გარემოს არარსებობა  ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ალბათ შშმ  პირებისთვის..

 

_ პოლონეთში მქონდა შეხვედრა შშმ პირთა ერთ-ერთ ყველაზე დიდი გაერთიანების „ინტეგრაციის" წარმომადგენლებთან.  პირველი და მთავარი ფაქტორი, რაც მათ მითხრეს ესაა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა.  ვარშავაში გამართულია პანდუსები. ფეხით მოსიარულეთა გზა,  ველოსიპედისთვის განკუთვნილი და შეზღუდული შესაძლებობების მქონე  პირების სავალი გზა სხვადასხვა ფერადაა შეღებილი. აქ სამწუხაროდ ჩვეულებრივ ადამიანსაც კი უჭირს „ტროტუარზე"  გადაადგილება იმდენად უმართავადაა ყველგან მანქანები დაყენებული.

 

 

გვყავს ერთი შშმ პიროვნება, სამაგალითო ქართველი, ვახტანგ კურტანიძე, რომელიც საფრანგეთში წავიდა  და იქ ცხოვრობს უმაღლეს დონეზე ოჯახთან ერთად.  ადამიანი, რომელიც კისერს ქვემოთ არის მოწყვეტილი თავისი პენსიით ინახავს ოჯახს და საქართველოში ეხმარება კიდევ ჯანმრთელ ადამიანებს, მშობლებს. 

 

 

ამ პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირება უფრო მეტად მოხერხდა ბოლო პერიოდში, ვინ არიან შშმ პირები და როგორ ცხოვრობენ ისინი. მეც რომ მხედავენ, როგორც შშმ პირი, ხელითსაჩვენებელი უკვე აღარ ვარ.  

 

 

არაერთი შეხვედრა გვქონდა, როგორც სახელმწიფო ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია რომ სახელმწიფო სტრუქტურები მზად არიან თანამშრომლობისთვის.

 

 

ბიზნეს სექტორს მიაჩნია, რომ ჩვენ საზოგადოების ის წევრები ვართ, რომელებიც მათი პროდუქციით და მომსახურებით ვსარგებლობთ.

 

 

_ რა ძირითადი საკითხებია მოსაგვარებელი, რომ შშმ პირებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი?

 

_ პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ერთი ხელის მოსმით ეს საკითხები არ გადაიჭრება. პირველი და მთავარი ეს არის საზოგადოებაში ინტეგრაცია, ადაპტირებული გარემოს შექმნა და საზოგადოების მეტად ინფორმირება. უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის პანდუსების მოწყობა და ელემენტარული გადაადგილების პირობების შექმნა. დღევანდელი არქიტექტურა საერთოდ არ ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესს. მიუდგომელ და ყველანაირად არაადაპტირებული სახლებს აშენებენ.

 

 

ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. მხოლოდ 100 ლარიანი პენსია არაა საკმარისი. ეს პენსია, მე პირადად, გზის ფულადაც არ მყოფნის.  განა იმას ვითხოვ, რომ სასწრაფოდ პენსიამ მოიმატოს - მინდა მომეცეს საშუალება,  ჩემს თავზე თვითონ  ვიზრუნო დამოუკიდებლად. მომეცეს საშუალება, რომ ხელფასი, შემოსავლის წყარო მქონდეს. მეგობარი მყავდეს,  გარეთ გამოვიდე,  კინო-თეატრში იქნება შესვლა თუ ბიზნეს -ცენტრში არქიტექტურულად იყოს ისე გამართული, რომ შშმ პირებმა ეს შეძლონ.

 

 

_ რაიონებში ალბათ შშმ პირებისთვის კიდევ უფრო რთული სიტუაციაა..

 

_ გეთანხმებით, რაიონებში შშმ პირთა უფლებების დაცვასთან დაკვშირებით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.  თუმცა რაიონებში უფრო  გულითადი დამოკიდებულებაა. მყავს მეგობარი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ეს პიროვნება ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს,  მაგრამ ჰყავს მეუღლე ,ორი შვილი,  ჰყავს მეგობრები, რომლებიც ზრუნავენ მასზე, ეხმარებიან გადადგილებაში და. ა.შ.

 

 

მხოლოდ საქართველოში არ არის ასე, ბევრ ქვეყანაში ქალაქგარეთ მცხოვრები შშმ პირები რთულ მდგომარეობაში არიან, არაადაპტირებულია იქაური გარემო.

 

 

მოხარული და მადლობელი ვარ პრესის და ზოგადად მასმედიის, ამ თემის მიმართ დაინტერესებას რომ გამოხატავს.

 

 

 „ რეპორტიორი" სრულ  საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს  შშმ პირებს და ბიზნეს სექტორს  მოუწოდებს ამ ადამიანების დასაქმებასა და დახმარებას ხელი შეუწყონ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016