reportiori.ge - დაკავებული მუსლიმის ბაბუა წუხელ გულის ინფარქტით გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:46
რეგიონები
დაკავებული მუსლიმის ბაბუა წუხელ გულის ინფარქტით გარდაიცვალა
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 11:58

ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ახალციხის პოლიციასთან წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი"  ავრცელებს. როგორც მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, გობაძის ბაბუამ შვილიშვილის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია სოფელში გაიგო, რის გამოც ინერვიულა და ინფარქტით გარდაიცვალა.
"ცუდი ამბავი მოხდა, წუხელ პოლიციის შენობასთან დაპირისპირების დროს ფრიდონ გობაძე დააპატიმრეს. აღელვებულმა ხალხმა ვეღარ მოზომა, ჭიშკარს მიადგა, რის გამოც ეს ბიჭი შეაგდეს საპატიმროში. ერთი საათის მერე გავიგეთ, რომ ნერვიულობის ნიადაგზე გობაძის ბაბუას ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა. გასვენებაში მისული ხალხი აქეთ მოემართება. საპატრიარქო რეაგირებას არ ახდენს, ღარიბაშვილი და ივანიშვილი არაფერს არ ამბობენ. ხალხი ამ ყველაფერს გულცივად ხვდება, ასე მხოლოდ ჯალათები აკეთებენ და ამ ყოველივეს კარგი შედეგი არ მოჰყვება", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.
მისივე თქმით, ხულოსა და წალკის მოსახლეობა დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამარშრუტო ტაქსებით ახალციხის პოლიციისკენ მიემართება. მამუკა ვაშაყმაძის თქმით, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 11 ადამიანი, ხოლო 10 გუშინ გაათავისუფლეს. მუფთის თქმით, ადიგენის ჭელის მოსახლეობამ ღამე ახალციხის პოლიციასთან გაათენა და მანამდე დარჩებიან პოლიციის შენობასთან, სანამ დაპატიმრებულებს არ გაათავისუფლებენ:
"ვითხოვთ დაპატიმრებულების გათავისუფლებას. აგრესიულად მოექცნენ მათ. გუშინ ვესაუბრე ახალციხის სამმართველოს უფროსს, დაპატიმრების მერე ძალადობა არ დაფიქსირებულა. 11 კაცი კვლავ პატიმრობაში რჩება, 10 კი გამოუშვეს. ახლციხის პოლიციასთან ვიმყოფებით. ხულოდან და წალკიდან მოდის ხალხი მხარდასაჭერად. ძალიან მეშინია ცუდი შედეგები არ მოყვეს ამას. ყველა შეურაცყოფილად გრძნობს თავს, სულში ჩაგვაფურთხეს ფაქტიურად. სანამ არ გაათავისუფლებენ, თუნდაც ერთი კვირა გავიდეს, აქ ვრჩებით", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016