reportiori.ge - ოზურგეთში სტიქიას 54 წლის ქალი ემსხვერპლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 14:43
რეგიონები
ოზურგეთში სტიქიას 54 წლის ქალი ემსხვერპლა
06 ივნისი, 2014. 10:10


ოზურგეთში სტიქიას 54 წლის ქალი ემსხვერპლა. ქალს საკუთარ ეზოში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.


ოზურგეთში ქარიშხალი წუხელ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს სახურავები გადახადა. რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხემ ჩახერგა.


სტიქიის შედეგად ქალაქის ნაწილს რამდენიმე საათით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი. ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კოტე შარაშენიძის განცხადებით, ოზურგეთში მძიმე მდგომარეობაა და ზარალი ძალიან დიდია.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016