ხარაგაულის ვახანის თემში არჩევნები არ ჩატარდება, რადგან მაჟორიტარობის ყველა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.
არჩევნების ჩაშლის მოტივად ყოფილი კანდიდატები 2012 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის რეინჯერის მერაბ არევაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობას ასახელებენ.
,,ქართულ ოცნებას" სურდა 2012 წელს მომხდარი მკლვლელობა ,,ნაციონალებისთვის" დაებრალებინა და მთელი საარჩევნო კამპანია მაშინ ამაზე ააგეს. გამოძიება მართალია ჩატარდა და ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა თემს მისი ობიექტურობის არ სჯერა. ამიტომ, ყველა მაჟორიტარმა ,,ქართული ოცნების", ,,ნაციონალების" და ხუთმა დამოუკიდებელმა სუბიექტმა პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა", - განაცხადა ხარაგაულის ,,ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატმა ვახტანგ მეგრელიშველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.