reportiori.ge - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 14:25
რეგიონები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობს
ავტორი: ანა ნოდია
06 ივნისი, 2014. 13:25



ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გუშინვე ჩაერთო. ვითარების ადგილზე შესასწავლად, გურიაში ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე და სამინსიტროს სხვა თანამშრომლები გაემგზავრნენ. 

 

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ 112-ის თანამშრომლები. ასევე,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. უკვე გაწმენდილია სავალი გზები და შესრულებულია პირველადი, გადაუდებელი სამუშაოები. ტრანსპორტის მოძრაობა ყველა საგზაო მონაკვეთზე აღდგენილია.

ბოლო მონაცემებით, ქარიშხალმა ქ. ოზურგეთი და მუნიციპალიტეტის კიდევ სამი სოფელი დააზარალა. ძლიერმაქარმა 120-ზე მეტ საცხოვრებელსახლსადამრავალბინიან კორპუსსსახურავიგადახადა, მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა მოსახლეობის კერძო საკუთრებაც.

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს. ადგილობრივ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფები. დასახულია სამოქმედო გეგმა.

მას შემდეგ, რაც ზარალის ზუსტი ოდენობა დადგინდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად, ყველაფერს გააკეთებს.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში რჩებიან  და მიმდინარე სამუშაოებს თვალს პირადად ადევნებენ.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016