რეგიონები
ხელვაჩაურის ცენტრალურ მაგისტრალზე უსაფრთხოების ბარიერების დამონტაჟებას მოითხოვენ
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
07 ივნისი, 2014. 14:23
ხელვაჩაურის რაიონში, ადგილობრივებმა ფრიდონ ხალვაშის სახელობის გამზირი პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი ხელვაჩაურის ცენტრალურ მაგისტრალზე უსაფრთხოების მიზნით ბარიერების დამონტაჟებას მოითხოვენ.
მათი თქმით, ბარიერების არარსებობის გამო,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გზის ამ მონაკვეთზე 10-მდე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ბარიერების გაკეთების თხოვნით, არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები მოთხოვნის შესასრულებლად საგზაო დეპარტმენტს სამდღიან ვადას აძლევენ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57